Jump to content

Recommended Posts

Posted

სამხრეთკორეულმა გიგანტმა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ანგარიში. დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია ნახევრადგამტარ პროდუქციაში ახალი ტექნოლოგიური ნორმების დანერგვის შესახებ. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ Samsung-მა დაიწყო 5-ნანომეტრიანი პროდუქციის მასობრივი გამოშვება. როგორც ინტერნეტ-წყაროები ამტკიცებენ, ამ ტექნოლოგიით დამზადდება მომდევნო თაობის ფლაგმანური პროცესორი Exynos. საუბარია Exynos 1000 ჩიპზე, რომელიც საფუძვლად დაედება Galaxy S21 სერიის სამომავლო სმარტფონების მოდიფიკაციებს. ანონსი მოსალოდნელია მომდევნო წლის პირველ კვარტალში. 

ამას გარდა, ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ Samsung-ის სპეციალისტები მუშაობენ ჩიპების წარმოების 4-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე, თუმცა ამ ტექნოპროცესით წარმოებული კომერციული პროდუქტების გამოსვლის ვადაზე ცნობილი ჯერ არაფერია. 

image.jpeg 

Samsung-ი ასევე გვაცნობებს ინვესტიციების შესახებ, რომელიც მიმართულია კორეის ქარხნის საწარმოო სიმძლავრის გაფართოებისკენ. სწორედ აქ იქმნება EUV-პროდუქტების წარმოების ხაზი, რომეიც მზადდება 5-ნანომეტრიანი და უფრო მცირე ტექნოპროცესებით. ეს საწარმოო ხაზ გადამწყვეტ როლს შეასრულებს კომპანიისთვის - გააფართოვოს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამომავლო გადაწყვეტილებების გამოყენების მასშტაბები, რომელთა შორისაა 5G, მაალი წარმადობის გამოთვლები და ხელოვნური ინტელექტი. ექსპლუატაციაში შესვლა დაგეგმილია 2021 წლის მეორე ნახევრისთვის. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.