Jump to content

Recommended Posts

Posted

Bitcoin-ის აღმასვლის ფონზე ფიუჩერსების ღია პოზიციების რიცხვმა ჩიკაგოს რეგულირებად ბირჟაზე 724 მლნ აშშ დოლარიან მაჩვენებელს მიაღწია. 

ანალიტიკურ სერვის Skew-ის მონაცემების თანახმად, მაჩვენებლის ზედა მიმართულებით ნახტომი მოხდა ვაჭრობის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე: 

image.png 

ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობამ 1.3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ დრომდე საშუალო მაჩვენებელი 300 მლნ აშშ დოლარს ოდნავ ქვემოთ იყო. 

Arcane Research-ის ანალიტიკოსების დაკვირვებით ღია ინტერესის (OI) წინა მაქსიმუმი - 532 მლნ აშშ დოლარი ბირჟაზე დაფიქსირდა მიმდინარე წლის მაისში. ჯამურმა OI-მ პოპულარულ დერივატივულ ბირებზე გადააჭარბა 5 მლრდ აშშ დოლარს და მიაღწია თებერვლის მაქსიმუმს. 

image.png 

წყაროები: Arcane Research, skew. 

ღია ინტერესმა ბირჟა BitMEX-ზე 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, გარკვეული დროის განმავლობაში ბირჟა კვლავ ლიდერებში მოხვდა. სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობის ყველაზე დიდი მოცულობა ფიქსირდებოდა Huobi-ზე, ღია ინტერესების მხრივ კი მოწინავეა OKEx. 

„ღია ინტერესის მკვეთრი ზრდა ან ღია პოზიციების ფასის მატება დერივატიულ კონტრაქტებში მოწმობს იმას, რომ ბაზარზე შედის მეტი ფული, ტრეიდერები კი ელიან Bitcoin-ის არასტაბილურობის მატებას უახლოეს მომავალში“ - განმარტავენ The Block-ის ანალიტიკოსები. 

პოპულარულ ფიუჩერსულ ბირჟებზე ვაჭრობის საერთო მოცულობამ მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 

კრიპტოვალუტების „შიშისა და სიხარბის ინდექსი“ მიუთითებს ბაზრის გადახურებაზე: 

image.png 

Arcane Research-ის დაკვირვებით, ბოლო ჯერზე ინდექსი მსგავს მაღალ მაჩვენებელზე იმოფებოდა 2019 წლის ივლისში. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.