Jump to content

Recommended Posts

Posted

PlayStation 5 კონსოლის ტექნიკური მახასიათებლების გამოქვეყნების შემდეგ Sony-ს ბევრი გულშემატკივარი იმედგაცრუებული დარჩა კონსოლის გრაფიკული ბირთვის საკმაოდ მოკრძალებული წარმადობით. სუფთა წარმადობის მხრივ PlayStation 5-ის GPU მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა თავის პირდაპირ კონკურენტს - Xbox Series X კონსოლს (Sony: 10.28 tflops - 12 tflops: Xbox). ამასთან, PS5-ის გრაფიკული ბირთვის არქიტექტურა შუალედურია AMD RDNA1-სა და RDNA2-ს შორის იმ დროს, როდესაც Microsoft-ის კონსოლში გამოყენებულია სრულფასოვანი RDNA2.  

image.jpeg 

თუმცა ეს ყველაფერი შესაძლოა სრულიად უმნიშვნელო აღმოჩნდეს იაპონური კორპორაციის მხრიდან სიახლეების ფონზე. Sony-ს გულშემატკივრებმა აღმოაჩინეს კომპანიის ახალი პატენტი, რომელშიც აღწერილია გამოსახულების გაუმჯობესების ტექნოლოგია ორიგინალი გამოსახულების გარჩევადობის გაზრდის გზით, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენებით, რაც წააგავს Nvidia DLSS upscale-ის ალგორითმს. ერთადერთი განსხვავება ამ ტექნოლოგიასა და DLSS-ს შორის არის გამოსახულების დამუშავებისთვის ტენსორული ბირთვების გამოყენების არარსებობა, რადგანაც მსგავსი რამ ხელმისაწვდომია მხოლოდ Nvidia RTX იდეო დაფებში. 

RDNA2 გრაფიკულ ჩიპებში წარმოდგენილი იქნება RT-ბირთვების AMD-ის მიერ შექმნილი გარკვეული ანალოგები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მსგავსი მიზნებით. ეს ტექნოლოგია Sony-ს დაეხმარება უფრო მძავრ კონკურენტთან ბრძოლაში სისტემური რესურსების უკეთ გამოყენების გზით. პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებისთვის კი DLSS-ის ანალოგის გამოჩენა ნიშნავს ყველა იმ ვიდეო ბარათის აქტუალურობის შემცირებას, რომელთაც არ გააჩნიათ რეითრეისინგის აპარატურული აღჭურვილობა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.