Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ბელგიურმა სამშენებლო კომპანია Camp C-მ ევროპაში უდიდესი 3D-პრინტერის მეშვეობით უმოკლეს დროში დაბეჭდა ორსართულიანი სახლი. პრინტერის ზომაა 9,75 х 9,75 მეტრი. თავისი მრავალრიცხოვანი „თანამოძმისგან“ განსხვავებით იგი მელნის სახით იყენებს განსაკუთრებულ ბეტონს, რომელიც სპეციალურად შემუშავდა ფენებად დატანვისთვის. 

სახლების მშენებლობის 3D-ტექნოლოგიას ტრადიციულთან შედარებით მთელი რიგი უპირატესობა გააჩნია: მშენებლობის ტემპის გაცილებით მაღალი მაჩვენებლის პარალელურად იგი საშუალებას იძევა მნიშვნელოვნად დაიზოგოს სამშენებლო მასალები და საერთო დანახარჯები. 

პროექტის მენეჯერ მარიიკი აერტსის თქმით, არმატურის ნაცვლად ბეტონში გასამაგრებლად ემატება სპეციალური ბოჭკო, ასევე აღარ არის საჭირო ყალიბების გამოყენება. შედეგად კომპანიმ დაზოგა მასალების დაახლოებით 60%, ასევე დრო და ფინანსური რესურსი. 

ხსენებული ორსართულიანი სახლის ფართობი თითქმის 300 კვადრატული მეტრია და იგი წარმოადგენს უფრო მეტად ექსპერიმენტულ ნიმუშს, ვიდრე საცხოვრებლად მზა შენობას. თუმცა ასეა თუ ისე, უკვე შესაძლებელია მისი მიკუთვნება საცხოვრებლად კომფორტულ სივრცესადმი, მას ასევე გააჩნია მზის ბატარეები და იატაკქვეშა გათბობა. 

ბეჭდვის ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2WYWmeh 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.