Jump to content

Recommended Posts

Posted

უკვე მრავალი წელია ყველა ახალი თაობის კონსოლთან დაკავშირებით დიდი კონკურენციაა Sony-სა (PlayStation) და Microsoft-ს (Xbox) შორის. ბევრი მომხმარებელი დღემდე ვერ გაერკვა რომელი მხარე აირჩიოს, Google-ის მეშვეობით კი მარტივადაა შესაძლებელი პასუხის გაცემა კითხვაზე: რომელი კომპანია გაიმარჯვებს მომდევნო თაობის ბრძოლაში და მიიღებს უკეთეს შემოსავალს. 

image.png 

მიუხედავად იმისა, რომ კონსოლების ტექნიკური მახასიათებლები განსხვავებულია, ისინი მოკლე დროში გახდნენ ინტერნეტში ერთ-ერთი ხშირად განხილვადი თემა და მათ შესახებ საუბარი ამჟამადაც არ წყდება. პოპულარულ ინსტრუმენტ Google Trends-ის გამოყენებით, რომელიც განკუთვნილია საძიებო მოთხოვნების მონიტორინგისთვის, ენთუზიასტებმა გაარკვიეს, რომ ამჟამად აშკარა უპირატესობა Sony PlayStation 5-ის მხარესაა. 

image.png 

ხსენებულ კონსოლს მომხმარელები ინტერნეტში ეძებენ თითქმის ათჯერ ხშირად, ვიდრე Microsoft Xbox Series X-ს, რაც Sony-ს უპირატესობაზე მეტყველებს. გარდა იმისა, რომ PS5-თან დაკავშირებული საძიებო მოთხოვნა გაცილებით მეტი იყო, მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ნაწილში გარკვეული დროის განმავლობაში მომხმარებლები მას ინტერნეტში უფრო ხშირად რამდენჯერმე ეძებდნენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ერთი თვის წინ ჩატარდა პირდაპირი ტრანსლაცია, რომლის დროსაც წარადგინეს კონსოლის დიზაინი, მის შესახებ საძიებო მოთხოვნები მაინც გაცილებით დიდი მასშტაბისაა. გასათვალისწინებელია, რომ Google Trends-ის მონაცემები არ აისახება გაყიდვების მოცულობაზე, რადგანაც Microsoft-ის ახალი თაობის კონსოლი წინასწარი მონაცემების თანახმად უფრო მძავრი მაკომპლექტებლებით იქნება წარმოდგენილი. 
https://bit.ly/3f3CwEP 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.