Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Audi-მ გადაწყვიტა მომხმარებლებისთვის შექმნას დამატებითი სტიმული, რათა გადავიდნენ ელექტრომობილებზე. ეს სტიმული იქნება ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვის შესაძლებლობა, რომელიც გამომუშავდება ელექტრომობილების კონსტრუქციაში გათვალისწინებული მზის პანელების მეშვეობით. 

image.jpeg 

Audi-ს სტენდი ორმხრივი დამუტვის ქსელის ტესტირებისას 

ამ დრომდე მსხვილ მანქანათმშენებელ კომპანიებს შორის ელექტრომობილების ე.წ. ორმხრივი დამუხტვის სისტემის (Vehicle-to-Home (V2H) ან Vehicle-to-Grid (V2G)) მიმართ ინტერესი გამოიჩინა კომპანია Nissan-მა. V2H და V2G სისტემები საშუალებას იძლევა ელექტრომობილის ენერგოქსელი კვებისთვის დაუკავშირდეს სახლის ელექტრომოწყობილობებს ან მეორე შემთხვევაში - საჯარო ენერგოქსელ ელექტროენერგიის მოსაწოდებლად, სხვა მომხმარებლებზე გაყიდვისთვის. ბუნებრივია, მსგავს მიდგომას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემხვევაში, როდესაც ელექტრომობილს შეუძლია თავად წარმოქმნას ელექტროენერგია, მაგალითად, მასზე დაყენებული მზის პანელების მეშვეობით. 

მგვარი სისტემების გამოსაცდელად Audi-მ შექმნა საგამოცდო სტენდი. ექსპერიმენტული ელექტრო სატრანსპორტო საშუალების საბორტო ელექტრული ჯაჭვი პირდაპირ კავშირშია ”სახლის” გამანაწილებელ ყუთსა და სარეზერვო ენერგიის წყაროსთან, რომლის სიმძლავრეა 9 კვტ.სთ. მუდმივი დენის ძაბვის პირდაპირი გადაცემა გარდაქმნის გარეშე მნიშვნელოვნად ამცირებს დანაკარგებს და იწვევს ასეთი პლატფორმების ეფექტურობის გაზრდას. 

ცხადია, ამგვარი უპირატესობით სარგებლობა დაუყოვნებლივ და პრაქტიკულად დანაკარგების გარეშე შეუძლიათ სახლის მზის დანადგარების მფლობელებს. ამგვარ პირებს უკვე აქვთ სახლში ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა მზის ენერგიის გამოსაყენებლად და იცნობენ მოჭარბებული ელექტროენერგიის გაყიდვის სისტემას. 

Audi-ში მიიჩნევენ, რომ მათი შემოთავაზება აქტიურად უბიძგებს ხალხს  - სახლში განათავსონ მზის დანადგარები, რაც სარგებლიანი იქნება ჩაშენებული მზის პანელების მქონე ელექტრომობილების გამოსვლის შემდეგ. დღის განმავლობაში ამგვარი ელექტრომობილი შეძლებს გაყიდოს მ დროისთვის ძვირადღირებული ელექტროენერგია, ღამით კი დაიმუხტება ქალაქის ელექტრული ქსელიდან ფასდაკლებით. სამწუხაროდ, პროექტის კომერციული მზადყოფის შესახებ არაფერი გამოცხადებულა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.