Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel-მა დაიწყო მთელი მსოფლიოს ჟურნალისტებისთვის დახურულ ონლაინ-ღონისძიებაზე მოსაწვევების დაგზავნა, რომლის ჩატარებას იგი მიმდინარე წლის 2 სექტემბერს აპირებს. 

image.jpeg 

„გეპატიჟებით ღონისძიებაზე, სადაც Intel ისაუბრებს მუშაობისა და დასვენების ახალ შესაძლებლობებზე“ -  ნათქვამია მოსაწვევის ტექსტში. 

image.jpeg 

ცხადია, მე-11 თაობის Tiger Lake სერიის მობილური პროცესორების წარდგენაა ერთადერთი ჭეშმარიტი ვარაუდი, თუ რას აპირებს Intel ხსენებულ ღონისძიებაზე. 

ბოლო თვეების განმავლობაში ამ პროცესორების შესახებ ცნობები ხშირად ვრცელდებოდა ინტერნეტში. ცნობილია, რომ მათი დამზადებისთვის გამოიყენება მესამე თაობის 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიური პროცესი, იგი გაუმჯობესებულია იმ 10-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით, რომელიც Ice Lake სერიაშია გამოყენებული. გარდა ამისა, ახალ პროცესორებს ექნება მე-12 თაობის ახალი გრაფიკული არქიტექტურა Intel Xe, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობის ორმაგ ზრდას Intel-ის მე-11 თაობის გრაფიკასთან შედარებით. გაუმჯობესება მოსალოდნელია აგრეთვე გამოთვლითი სიმძლავრის კუთხით: იგი უნდა უზრუნველყოს ახალმა მიკროარქიტექტურამ - Willow Cove. 

Intel-ის ახალ პროცესორებს მოუწევს კონკურენცია გაუწიოს AMD-ის მობილურ ჩიპებს, რომლებიც 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესითაა დამზადებული. ამ ფონზე ბევრი აკრიტიკებს Intel-ს იმის გამო, რომ მან მეტისმეტად შეაფერხა 10-ნანომეტრიანი პროცესორების გამოშვება. უფრო მეტიც, მიმდინარე თაობის ჩიპების უმეტესობაში გამოყენებულია იგივე, თუმცა ოდნავ გაუმჯობესებული 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, რომელსაც კომპანია იყენებს ჯერ კიდევ Skylake პროცესორების დროიდან მოყოლებული. Intel-ის მეათე თაობის პროცესორების მხოლოდ ნაწილში, კერძოდ U- და Y- მობილური სერიის წარმომადგენლებშია გამოყენებული 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგია. 

სავარაუდოდ, Tiger Lake პროცესორების გამოსვლით კომპანია Intel საბოლოოდ იტყვის უარს ძველი ტექნოპროცესის გამოყენებაზე მობილურ ჩიპებში და მომხმარებლებს შესავაზებს რეალურად რაიმე ახალს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.