Jump to content

Recommended Posts

Posted

Stablecoin-ების გადაცემული ღირებულების ჯამურმა მოცულობამ პირველად გადააჭარბა Bitcoin-ის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ საუბარია ანალიტიკური კომპანია Coin Metrics-ის კვლევაში. 

image.png 

ივნისში Stablecoin-ების ღირებულების გადატანილმა მოცულობამ 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა იმ დროს, როდესაც Bitcoin-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 1,8 მლრდ აშშ დოლარს ქვემოთ ჩავიდა. გრაფიკიდან გამომდინარე, Stablecoin-ები ორჯერ მიუახლოვდნენ BTC-ს, მაგრამ ვერ გაუსწრეს. 

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Stablecoin-ები აგრძელებენ კრიპტოვალუტების ბაზარზე ანგარიშსწორების წამყვანი საშუალების პოზიციების გამყარებას. ამაში არის როგორც დადებითი, ისე ნეგატიური მომენტები. 

Stablecoin-ების განვიარება კრიპტო ბაზარზე ახალ მომხმარებლებს მოიზიდავს, რაც გამოიწვევს დანარჩენი ციფრული მონეტების გამოყენების მოცულობის ზრდას. მეორე მხრივ, Stablecoin-ების უმეტესობა მუშაობს  Ethereum-ის ბლოკჩეინზე, რაც ითვალისწინებს საკომისიოების ზრდას - მიიჩნევენ Coin Metrics-ის სპეციალისტები. 

image.png 

წყარო: Coin Metrics 

უმეტეს stablecoin-ის ბრუნვის კოეფიციენტმა მრავალჯერ გადააჭარბა BTC-სა და ETH-ის ანალოგიურ მაჩვენებლებს. ეს საზომი ერთეული ასახავს მონეტების გაცვლის სიხშირეს თითოეული კრიპტოვალუტისთვის. 

პოპულარული ბირჟების მიერ გამოშვებული Stablecoin-ები აღმოჩნდა გადარიცხვების საშუალო ჯამის ლიდერი დაბალი კაპიტალიზაციის მიუხედავად. Binance-ის BUSD-ის შემხვევაში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 8 ათასი აშშ დოლარი, Huobi-ს HUSD-ისა კი - 75 500 აშშ დოლარი. 

image.png 

წყარო: Coin Metrics 

ანალიტიკოსებმა აგრეთვე შეისწავლეს, როგორ მოახდინეს რეაგირება წამყვანმა Stablecoin-ებმა მარტში ბაზრის ვარდნისას. არასტაბილურობა დაფიქსირდა ყველა მონეტის შემთხვევაში, თუმცა ყველაზე ცუდად წარმოაჩინეს თავი Gemini Dollar-და (GUSD) და DAI-მ. პირველი მათგანის საბაზრო ფასი 0.90 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. 

image.png 

წყარო: Coin Metrics 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას FATF-მა გამოხატა შეშფოთება Stablecoin-ების მზარდ პოპულარობასთან დაკავშირებით. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.