Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

საგადახდო გიგანტი PayPal მუშაობს შესაძლებლობების გაზრდაზე კრიპტოვალუტების სფეროში. ამის შესახებ წერს The Block, კომპანიის მიერ ევროპის კომისიაში გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით. 

მარტში გაგზავნილ განაცხადში PayPal აცხადებს, რომ „თვალყურს ადევნებს კრიპტოაქტივების სფეროს ევოლუციას“ და მიიღო „გადაწყვეტილება ამ სფეროში სამომავლო შესაძლებლობების გაზრდისთვის“. ამ ქმედებაში კომპანიას სხვა მოვლენებან ერთად უბიძგა 2019 წლის ივნისში პროექტ Libra-ზე მუშაობის დაწყებამ. 

PayPal იყო Libra-ს ერთ-ერთი თავდაპირველი მონაწილე, თუმცა 2019 წლის ოქტომბერში Mastercard-სა და Visa-სთან ერთად იგი პროექტიდან გავიდა. 

კომპანიის ზემოხსენებული წერილი გახდა საჯარო კონსულტაციების ნაწილი, რომელთა ინიცირება ევროკომისიამ მოახდინა 2019 წლის დეკემბერში კრიპტო აქტივების მარეგულირებელი ჩარჩოებს შესახებ უკუკავშირის მოსაპოვებლად. 

PayPal ამ გეგმების მხარდაჭერისთვის მზადყოფნას აცხადებს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბლოკჩეინი და კრიპტო აქტივებ შეძლებენ „აამაღლონ ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის დონე და შეამცირონ პრობლემური საკიხები არსებულ საგადახდო სერვისებში“. 

ამ ტექნოლოგიების განვითარებით გათვალისწინებული რეგულირება, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებსა და გამჭვირვალობას, შეძლებს ინდუსტრიას დაეხმაროს ზრდასა და განვითარებაში“ - ნათქვამია წერილში. 

PayPal-ს სურს, რომ ევროკომისიამ გასცეს მკაფიო განსაზღვრებები კრიპტოვალუტების სფეროში სხვადასხვა სახის საქმიანობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლებისა და ინვესტორების ადეკვატურ დაცვას. პარალელურად, კომპანიას აქვს შემოავაზება - კრიპტოვალუტების სფეროში შემოებულ იქნას ფულის გათეთრებასთან ბრძოლის წესები. 

კომპანია არის ლუქსემბურგში გაცემული საბანკო და საგადახდო მომსახურების ლიცენზიის მფლობელი. ეს საშუალებას აძლევს მას ემსახუროს 95 მილიონ მომხმარებელს ევროპის 31 ქვეყანაში. 

PayPal კრიპტოვალუტების ფეროში იმყოფება 2014 წლიდან. რამდენიმე პროცესინგ-კომპანიასან თანამშრომლობის გაფორმებით, რომელა შორისაა SatoshiPay და Coinbase, კომპანიამ მერჩანტებს საშუალება მისცა - გამოიყენონ Bitcoin-ი გადახდის საშუალებად. 

მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ PayPal და მისი კუთვნილი მობილური საგადახდო სერვისი Venmo ემზადებიან მომხმარებლებს შესთავაზონ ყიდვა-გაყიდვის საშუალება კრიპტოვალუტების გამოყენებით. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.