Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე მსხვილი ინვესტორების გრძელვადიანი პოზიცია თებერვლის მინიმუმის დონეზე დაბრუნდა. ბირჟის საზომზე დაყრდნობით Phi Deltalytics-ის ანალიტიკოსები მიგვითითებენ მოკლევადიან რისკებზე მათთვის, ვისაც ხარული პოზიცია უჭირავს BTC-თან მიმართებაში. 

image.png 

დათვური სცენარის სასარგებლოდ ახლო პერსპექტივაში მიუთითებს Phi Deltalytics-ის მიერ შემუშავებული ფულადი რესურსების შემოდინების ინდექსის მაჩვენებელი ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე. ივლისის დასაწყისში მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზე 30 პუნქტით ქვემოთ დაეცა. 

ინდიკატორის მნიშვნელობა 0-დან 100 პუნქტამდე მერყეობს. 50-იანი ნიშნულის ქვემოთ ჩასვლა მიუთითებს მსხვილი ინვესტორების კაპიტალის გადინებაზე. 

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო 2018 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში. ამის შემდეგ Bitcoin-ი მინიმუმ სამი თვის განმავლობაში დაღმავალ ტრენდს აფიქსირებდა. საზომის დაბალ მაჩვენებელს წინ უძღვის მწვერვალის ფორმირება. 

ქვემოთ წარმოდგენილ გრაფიკზე ჩანს, როგორ ჩამოვიდა მაჩვენებელი სექტემბერში 30 პუნქტით ქვემოთ, ორი თვის შემდეგ კი Bitcoin-ის ფასმა 14 ათასი დოლარი შეადგინა. ივნისში ინდიკატორი კვლავ ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა, ამჯერად კი პირველი კრიპტოვალუტის კურსმა მხოლოს 10500 აშშ დოლარამდე მოასწრო გაზრდა. ამას მოჰყვა „შავი ხუთშაბათი“. 

image.png 

აუცილებელია, რომ დაველოდოთ ინსტიტუციონალური ინვესტორების პოზიციის საზომის ცვლილებას ზრის მხარეს“ - აცხადებენ Phi Deltalytics-ის ანალიტიკოსები. 

ანალიტიკოსების ანგარიში გამოვიდა მაშინ, როდესაც  Bitcoin-ის ცვალებადობის ინდიკატორი ოთხი თვის განმავლობაში 45,60%-ით მინიმუმამდე შემცირდა. ეს მოვლენა ნაწილობრივ განპირობებულია BTC-ის „ამეიკის ეკონომიკის ბარომეტრთან“ - S&P 500 ინდექსთან კორელაციის ზრდით. მაჩვენებლმა ისტორიულ, 78.8%-იან მაქსიმუმს მიაღწია რამდენიმეთვიანი ზრდის შემდეგ. 

image.png 

Unfolded-ის მონაცემების თანახმად, ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე ინსტიტუციონალური ინვესტორების Bitcoin-ფიუჩერსების მოკლევადიანი პოზიციების რიცხვმა 2046 კონტრაქტით გადააჭარბა გრძელვადიანი პოზიციების რაოდენობას. ასეთივე ურთიერთშეფარდება ჩამოყალიბდა მარტში, როდეაც ერთ კვირაში Bitcoin-ის ფასმა 9 ათასი აშშ დოლარიდან 3700 აშშ დოლარამდე დაიკლო. 

image.png 

ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე შეინიშნება ღია პოზიციების რიცხვის შემცირების ტრენდი. მსხვილმა მოთამაშეებმა, ისევე როგორც ადრე, დაიკავეს დათვების მხარე, მცირე მოთამაშეები კი ხსნიან გრძელვადიან პოზიციებს. 

image.jpeg 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.