Magdalena Posted July 15, 2020 Posted July 15, 2020 One Netbook-ის გუნდი, რომელიც დაკავებულია ულტრაპორტატული კომპიუტერების შექმნით, ამზადებს საინტერესო სიახლეს - მინი-ლეპტოპს, რომელიც განკუთვნილია ინჟინრებისა და IT-პროფესიონალებისთვის. მოწყობილობას ჯერჯერობით სახელწოდება არ აქვს, რადგანაც არსებობს კონცეპტუალური პროტოტიპის სახით. ამ მიზეზითვე არ ხმაურდება მისი საკვანძო ტექნიკური მახასიათებლები, როგორებიცაა პროცესორის ტიპი, მეხსიერების მოცულობა, სანახი სივრცე და სხვა. სამაგიეროდ ცნობილია, რომ გაჯეტში გათვალისწინებულია 7-დუიმიანი სენსორული დისპლეი. ამ პანელზე ზემოქმედებას მომხმარებლები შეძლებენ თითის ან უშუალოდ სპეციალური სტილუსის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს დაწოლის ძალის ამოცნობის 2048 დონეს. სპეციალური სამაგრი საშუალებას იძლევა ეკრანი მოტრიალდეს 180 გრადუსით და დაიხუროს: ასეთ შემთხვევაში მოწყობილობა ტრანსფორმირდება პლანშეტად. ცნობილია ინტერფეისების ნაკრები: RS-232 სტანდარტის პორტი, ბუდე ქსელის სადენისთვის, HDMI კონექტორი მონიტორზე გამოსახულების გამოტანისთვის, ორი პორტი USB Type-A, ერთი USB Type-C პორტი, აგრეთვე სლოტი microSD ბარათისთვის. მინი-ლეპტოპი წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Windows 10-ით. ჯერჯერობით უცნობია, რა ფასად გაიყიდება ახალი მოწყობილობა. https://bit.ly/3gXGwbb
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now