Magdalena Posted July 14, 2020 Posted July 14, 2020 მომხმარებლები, რომლებიც უფრთხიან ლეპტოპებში ჩამონტაჟებული ვებ-კამერების მეშვეობით მათზე თვალთვალს, ხშირად აწებებენ კამერის ობიექტივს სტიკერით. ამ ტენდენციის ფონზე დამცავი სტიკერების ბაზარიც კი ჩამოყალიბდა. თუმცა Apple ოფიციალურად იძლევა გაფრთხილებას, რომ თუკი მომხმარებელი ასეთი დამცავი აქსესუარის მქონე MacBook-ს, MacBook Pro-ს ან MacBook Air-ს დახურავს, არსებობს დისპლეის დაზიანების რისკი. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებაში გამოჩნდა ტექსტი, რომელშიც Apple განმარტავს MacBook-ის ეკრანის დაზიანების ალბათობას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დახურულ მდგომარეობაში ზედა სახურავსა და ლეპტოპის ქვედა ნაწილს შორის სივრცე მინიმალურია და არ არის გათვლილი მათ შორის შუალედური საგნის მოთავსებაზე. გარდა ამისა, კამერაში ინტეგრირებულია გარე განათების სენსორი. მას თუ დავფარავთ, ეს დაარღვევს სიკაშკაშისა და True Tone ფუნქციის ავტომატურ რეგულირებას. Apple-ში თვლიან, რომ MacBook-ის მფლობელებს არ აქვთ საბაბი - ეშინოდეთ თვალთვალის, რადგანაც ლეპტოპები აღჭურვილია LED-ინდიკატორებით, რომლებიც მაშინ ირთვება, როდესაც კამერა მუშაობს, გამორთული შუქდიოდების დროს FaceTime HD-ის აქტივაცია შეუძლებელია. კომპანიამ მომხმარებლებს აგრეთვე შეახსენა, რომ ოპერაციული სისტემა macOS - 10.14 Mojave ვერსიიდან დაწყებული - საჭიროებს მომხმარებლის ნებართვას თითოეული აპლიკაციისთვის მანამ, სანამ წვდომას მიიღებს ვებ-კამერაზე. თუკი ვებ-კამერის სტიკერით დაწებება მაინც საჭირო გახდება, Apple-ის რეკომენდაციაა მომხმარებელმა არ გამოიყენოს საბეჭდ ქაღალდზე სქელი მასალა (0.1 მმ), რომელიც არ ტოვებს წებოვან კვალს. 0.1 მილიმეტრზე სქელი მასალის გამოყენების შემთხვევაში კი კომპანია მომხმარებლებს მოუწებს მოხსნან იგი ობიექტივიდან ლეპტოპის ყოველი დახურვის წინ. https://bit.ly/2Wd5Q53
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now