Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Fitbit Charge 4-ის პროგრამული უზრუნველყოფის ბოლო განახლების შედეგად ხელმისაწვდომი გახდება დინამიური GPS და „სმარტ-გაღვიძების“ (smart wake alarm) ფუნქცია. ახალი ფუნქციები, რომელთა შესახებ პირველად 9to5Google-მა განაცხადა, ამჟამად ყველა მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი. 

დინამიური GPS საშუალებას მოგცემთ დაუკავშიდეთ თქვენი სმარტფონის GPS-ს, თუკი იგი მოქმედების ზონაში იმყოფება, რაც ხელს შეუწყობს ადგილმდებარეობის განსაზღვრის სიზუსტეს და დაზოგავს Fitbit-ის ბატარეას. თუ თქვენი სმარტფონი საკმარის სიახლოვეზე არ იმყოფება, ასეთ შემთხვევაში ტრეკერი დაუბრუნდება შიდა GPS-ს, რომელიც ბატარეას უფრო სწრაფად დაცლის. 

ფუნქცია Smart Wake საკმაოდ კარგი დამატებაა; იგი იმუშავებს მოწყობილობაში არსებული ძილის კვლევის ტრეკერთან ერთად და დააყენებს მაღვიძარას, რომელიც ისეთ დროს გაგაღვიძებთ, როდესაც კარგად დასვენებულად იგრძნობთ თავს. კიდევ ერთი ფუნქცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს გადაწყვიტოს, რამდენ ხანში სურს ეკრანის გათიშვა Fitbit-ზე. 

ახალი ფუნქციების პარალელურად Fitbit Charge 4-ს აქვს Spotify-ს კონტროლი, ბატარეის შვიდდღიანი მოქმედების ვადა და ხვა პრემიალური ფუნქციები, რომლებიც ადრე განკუთვნილი იყო კომპანიის სმარტ-საათებისთვის. Charge 4 გამოვიდა მიმდინარე წლის დასაწყისში და მისი საბაზრო ფასია 149.95 აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ამჟამად Amazon-ზე Charge 4-ზე ფასდაკლებაა და მისი შეძენა სულ რაღაც 129.95 $-ადაა შესაძლებელი! 

  • 1 month later...
Posted

მოვიდა ეს ფუქნციები და მშვენივრად მუშაობს ორივე.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.