Magdalena Posted July 11, 2020 Posted July 11, 2020 აშშ-ის უმსხვილესმა კრიპტოსავალუტო კომპანია Coinbase-მა დაიწყო მზადება საფონდო ბაზარზე აქციების განთავსებისთვის, რაც შესაძლებელია მიმდინარე წელსვე განხორციელდეს - წერს Reuters წყაროებზე დაწყრდნობით. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ კომპანიაში განიხილება ბაზარზე გასვლა პირდაპირი ლისტინგის მეშვეობით ნაცვლად იმისა, რომ განხორციელდეს აქციების პირვანდელი შეთავაზება (IPO). მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მოვლენა მოხდება მიმდინარე წლის ბოლომდე. პირდაპირი ლისტინგი აქციების მფლობელებს საშუალებას მისცემს დაიწყონ ქაღალდების გაყიდვა დაბლოკვის პერიოდის გარეშე. განლაგების ამ მეთოდით კომპანია არ იზიდავს ახალ რესურსებს. 2018 წლის ოქტომბერში დაფინანსების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ კომპანია შეფასდა 8 მლრდ აშშ დოლარზე მეტად. საფონდო ბაზარზე აქციების განთავსებისთვის აუცილებელია, რომ Coinbase-მა მიიღოს ნებართვა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისგან (SEC). შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ოქტომბერში Coinbase-ის წარმომადგენლებმა უარყვეს გავრცელებული ხმები კომპანიის IPO-ზე გასვლის შესახებ, თუმცა არ გამორიცხეს, რომ ადრე თუ გვიან კომპანია გახდებოდა საჯარო. https://bit.ly/2CqkMph
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now