Jump to content

Recommended Posts

Posted

გრაფიკული დაფების მწარმოებელი NVIDIA გეიმინგ გამომცემლობა 505 Games-სა და Kojima Productions-თან ერთად ატარებს ერთობლივ აქციას. მის ფარგლებში შესაძლებელია პერსონალური კომპიუტერისთვის განკუთვნილი Death Stranding-ის მიღება უფასოდ. 

image.jpeg 

NVIDIA GeForce RTX 2080 Ti, GeForce RTX 2080 Super, GeForce RTX 2070 Super, GeForce RTX 2060 Super ვიდეო დაფების, ასევე მათი ჩვეულებრივი ვარიანტების (დასახელებაში Super-ის გარეშე) შეძენისას ნებისმიერი მყიდველი შეძლებს უფასოდ მიიღოს თამაშის ციფრული ვერსია. აქციაში ასევე ჩართულია ლეპტოპები და დესკტოპ კომპიუტერები, რომლებიც ეს გრაფიკული პროდუქტები გამოიყენება. აქციაში არსებული მოწყობილობების შეძენა შესაძლებელია NVIDIA-ს ონლაინ-მაღაზიებში, აგრეთვე კომპანიის ოფიციალურ დისტრიბუტორებსა და პარტნიორებთან. 

image.jpeg 

9-დან 29 ივლისამდე პერიოდში შენაძენის გაკეთებისას აქციაში არსებული პროდუქტების მყიდველებს წარუდგენენ კოდს თამაშის მისაღებად. კომპანია აღნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი კოდების რაოდენობა შეზღუდულია. კოდის გამოსაყენებლად აუცილებელია კომპიუტერში დაყენებული იყოს აპლიკაცია GeForce Experience. საჭიროა კოდის შეყვანა „კოდის აქივაციის“ ველში, რომელიც განთავსებულია მომხმარებლის ექაუნთის პანელზე. ამის შემდეგ საჭიროა საკუთარი პროფილის ბმულის მითითება Steam-ში. კოდის გააქტიურებ შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე, ამ თარიღის შემდეგ იგი უფუნქციო გახდება. 

image.jpeg 

Death Stranding პერსონალურ კომპიუტერებზე (Steam-სა და Epic Games Store-ში) გამოვა მიმდინარე წლის 14 ივლისს. თავდაპირველად რელიზი დაგეგმილი იყო ივნისისთვის, თუმცა მას COVID-19-ის პანდემიამ შეუშალა ხელი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Death Stranding-ის PC-ვერსიას ექნება უახლესი ტექნოლოგია NVIDIA DLSS 2.0-ის მხარდაჭერა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.