Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კრიპტო ბირჟა Binance-მა ოფიციალურად განაცხადა კომპანია Swipe-ის შეძენის შესახებ, რომელიც სპეციალიზებულია ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული საბანკო სადებეტო ბარათების გამოშვებაზე. 

გარიგების შედეგად Binance-მა მიიღო Swipe (SXP) ტოკენების ნაწილი, რომელთა გამოყენებით ვაჭრობა უკვე ხელმისაწვდომია BTC, BNB და BUSD წყვილებში. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მათი უმრავლესობა ექვემდებარება გრძელვადიან ბლოკირებას. 

თავის მხრივ Swipe-მა დაამატა BNB ტოკენის მხარდაჭერა და მომხმარებლებს წარუდგინა შესაძლებლობა - ივაჭრონ საბანკო ანგარიშებზე მიბმული აქტივებით, ასევე Swift და SEPA სისტემების მეშვეობით. 

BNB-მ შეავსო კრიპტოვალუტების ფართო ჩამონათვალი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი იყო Swipe-ზე. განცხადების თანახმად, ბარათების მეშვეობით შესაძლებელია 50 მილიონზე მეტი ტოკენის დახარჯვა მთელ მსოფლიოში, ტრანზაქციის დროს კრიპტოვალუტა კონვერტირდება ფიატში. 

მჟამად Swipe ემსახურება ევროპის ეკონომიკური ზონის 31 ქვეყანას. უშუალოდ ბარათებს უშვებს Contis Financial Services Ltd, რომელიც შედის Visa სადაგახდო ქსელში და რეგულირდება დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის სამმართველოს მიერ. 

სამომავლოდ კომპანიის გეგმაშია სერვისის დაფარვის ზონის გაფართოება და მასში ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ქვეყნების ჩართვა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.