Magdalena Posted July 10, 2020 Posted July 10, 2020 კრიპტო ბირჟა Binance-მა ოფიციალურად განაცხადა კომპანია Swipe-ის შეძენის შესახებ, რომელიც სპეციალიზებულია ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული საბანკო სადებეტო ბარათების გამოშვებაზე. გარიგების შედეგად Binance-მა მიიღო Swipe (SXP) ტოკენების ნაწილი, რომელთა გამოყენებით ვაჭრობა უკვე ხელმისაწვდომია BTC, BNB და BUSD წყვილებში. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მათი უმრავლესობა ექვემდებარება გრძელვადიან ბლოკირებას. თავის მხრივ Swipe-მა დაამატა BNB ტოკენის მხარდაჭერა და მომხმარებლებს წარუდგინა შესაძლებლობა - ივაჭრონ საბანკო ანგარიშებზე მიბმული აქტივებით, ასევე Swift და SEPA სისტემების მეშვეობით. BNB-მ შეავსო კრიპტოვალუტების ფართო ჩამონათვალი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი იყო Swipe-ზე. განცხადების თანახმად, ბარათების მეშვეობით შესაძლებელია 50 მილიონზე მეტი ტოკენის დახარჯვა მთელ მსოფლიოში, ტრანზაქციის დროს კრიპტოვალუტა კონვერტირდება ფიატში. ამჟამად Swipe ემსახურება ევროპის ეკონომიკური ზონის 31 ქვეყანას. უშუალოდ ბარათებს უშვებს Contis Financial Services Ltd, რომელიც შედის Visa სადაგახდო ქსელში და რეგულირდება დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის სამმართველოს მიერ. სამომავლოდ კომპანიის გეგმაშია სერვისის დაფარვის ზონის გაფართოება და მასში ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ქვეყნების ჩართვა. https://bit.ly/2VWFnbO
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now