Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-ის პროცესორებზე უარის თქმის შემდეგ კომპანია Apple-მა შესაძლოა ასევე უარი თქვას AMD Radeon დისკრეტული გრაფიკის გამოყენებაზე და ისინი საკუთარი GPU-ებით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ კომპანიამ მინიშნება გააკეთა ერთ-ერთ პრეზენტაციაზე WWDC 2020-ის ფარგლებში. 

image.jpeg 

შეგახსენებთ, გასულ თვეში Apple-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვეტს Intel-ის x86-თავსებადი პროცესორების გამოყენებას საკუთარ კომპიუტერებში და მათ ჩაანაცვლებს საკუთარი წარმოების ARM-არქიტექტურის პროცესორებით. საკუთარ დისკრეტულ გრაფიკაზე გადასვლა შესაძლოა მომდევნო ნაბიჯი იყოს გამომთვლელი მიკროსქემების სფეროში Apple-ის დამოუკიდებლობისთვის. 

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი სლაიდის თანახმად, კომპანია Apple მუშაობს დისკრეტული გრაფიკული პროცესორების სერიაზე, რომლებსაც ამჟამად ეწოდება „გრაფიკული პროცესორების სერია Metal“. დასახელება აშკარად მიუთითებს გრაფიკულ API-ინტერფეისზე, რომელიც თავად Apple-მა შექმნა.  

image.jpeg 

დიდი ალბათობით, Apple-ის საკუთარი გრაფიკული არქიტექტურა თავდაპირველად გამოყენებული იქნება მის სამომავლო ARM-ჩიპების ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორებში. ეს ჩიპები განკუთვნილი იქნება MacBook-ის უმცროსი მოდელებისთვის, iMac-ისა და Mac Mini-სთვის. მათ კი მოჰყვება სისტემები MacBook Pro, Mac Pro და iMac Pro  Apple-ის კუთვნილი დისკრეტული გრაფიკით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.