Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ციფრული აქტივების მართვის ამერიკულმა კომპანია Arca-მ აამოქმედა დახურული ტიპის ფონდი, რომლის აქციები გამოშვებულია Ethereum-ის ბლოკჩეინზე. 

Arca U.S. Treasury Fund-მა გაიარა რეგისტრაცია აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC). ArCoin-ის აქციების 80 %-ის ინვესტირება იგეგმება აშშ-ის მოკლევადიან სახაზინო ობლიგაციებში, დანარჩენი 20 %-ის ინვესტირება კი მოხდება სასესხო ფასიან ქაღალდებსა და ვექსილებში. ამგავრი მიდგომა პოტენციურად საშუალებას იძლევა გარანტირებულ იქნას აქტივების მინიმალური არასტაბილურობა. 

ინვესტორებისთვის გადახდები განხორციელდება ყოველ კვარტალში, აქციები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ანგარიშსწორებისთვის, კრედიტირებისა და ვაჭრობის მართვისთვის. 

ERC-1404 სტანდარტით გათვალისწინებული დამატებითი კონტროლი ArCoin ტოკენების მფლობელებს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ ტრანზაქციებს, დაბლოკონ ან შეცვალონ აქტივები დაჰაკვის ან გასაღების დაკარგვის შემთხვევაში. 

Arca-მ ფონდის ამოქმედების შესახებ განაცხადი 2019 წლის აპრილში შეიტანა. მასში მითიებული იყო, რომ მინიმალური ინვესტიცია შეადგენს 1000 აშშ დოლარს, ერთი აქციის ფასი კი 1 აშშ დოლარია. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.