Jump to content

Recommended Posts

Posted

ფიუჩერსული ანგარიშები ტრეიდერებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტია, იგი ხელს უწყობს მსვილი მოთამაშეების განწყობის გამოკვლევას და ავსებს საბაზრო სიტუაციის ხედვას.  

ხელმისაწვდომია Bitcoin-ფიუჩერსების COT-ანგარიში (Commitments Of Traders) ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე 16-23 ივნისის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ანგარიში მოძველებულია, მისი მონაცემები ხელს უწყობს სრული ვითარების აღქმას. 

Asset Managers-ის განყოფილებაში დაგროვდა გრძელვადიანი კონტრაქტების მნიშვნელოვანი რაოდენობა (+236) მიუხედავად ივნისის დასაწყისში ფასის ვარდნისა. 297 მოკლევადიანი პოზიციის მფლობელები არ ჩქარობენ ახლების დამატებას. ეს ვიარება მეტყველებს ხარული განწყობის სასარგებლოდ ინსტიტუციონალურ მოთამაშეებში. 

სპეკულანების სეგმენტში (Leveraged Funds) მოკლევადიანი კონტრაქტების მფლობელთა რიცხვი ორჯერ მეტია გრძელვადიანებთან შედარებით, short-პოზიციების მატებამ 521 კონტრაქტი შეადგინა. სპეკულანტები ძირიადად მიმართულნი არიან ფასის მოკლევადიან მოძრაობაზე, ამიტომ მეტად ხშირად შეიმჩნევა მკვეთრი ცვლილებები გრძევადიანი და მოკლევადიანი პოციზიების უერთიერთმიმართებაში. 

image.png 

Asset Managers-ის მიზნები განსხვავდება, ამიტომ მათში ხარული განწყობაა იმ დროს, როდესაც Leveraged Funds-ში - დათვური. 

Bitfinex-ზე დაფიქსირებულია დაღმავალი დინამიკა მარინალური დაკრედიტების ფსონის მიხედვით. 1 ივნისიდან დაიწყო ფასის ვარდნა 9 ათას აშშ დოლარამდე, რაც ნეგატიურად აისახა ფსონებზე. ამჟამად დღიური ფსონი 0.02 %-ია  (0.6 % თვეში). ეს ფაქტი მეტყველებს მარინალური პოზიციების გახსნაზე არსებულ მოთხოვნებზე საცალ ტრეიდერების მხრიდან. როგორც ისტორია გვიჩვენებს, მოთხოვნა განაპირობებს Bitcoin-ის ზრდას. 

image.png 

ქვემოთ წარმოდგენილ გრაფიკზე მოცემულია ინდიკატორი BTCUSDSHORTS (მოკლევადიანი პოზიციები Bitfinex-ზე, წითელი ხაზი) და BTCUSDLONGS (გრძელვადიანი პოზიციები Bitfinex-ზე, მწვანე ხაზი). შეიძლება იქვას, რომ დინამიკა ნულოვანია აღრიცხვის დაწყების პერიოდიდან (16-23 ივნისი). ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ Bitcoin-ი უკვე საკმაოდ დიდი ხანია სტაგნაციაში იმყოფება. ფასმა შესაძლოა ვერ გაარღვიოს 10 ათას აშშ დოლარიანი ნიშნული, თუმცა გამყიდველები ვერ შეძლებენ მის 8900 აშშ დოლარზე ქვემოთ გაყიდვას თვეზე მეტი დროის განმავლობაში. 

image.png 

ფიუჩერსული ანალიი კომპლექსური ანალიზის მხოლოდ ნაწილს შეადგენს, სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ამ ანალიზის საფუძველზე დაუშვებელია. Bitcoin-ის ბაზარი მეტად არასტაბილურია, არ უნდა დავივიწყოთ რისკ-მენეჯმენტის, hedge-ირებისა და დივერსიფიკაციის შესახებ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.