Jump to content

Recommended Posts

Posted

გამოჩნდა ოთხბირთვიანი მობილური პროცესორი Intel Core i7-1165G7-ის პირველი ტესტები. ეს ჩიპი დამზადებულია 10-ნმ+ ტექნოპროცესით, სრულიად ახალი Willow Cove არქიტექტურით. პირველადი ინფორმაციის ანახმად, ცნობილია, რომ ჩიპი კარგად წარმოაჩენს თავს ერთბირთვიან ამოცანებში და ამ მაჩვენებლის მხრივ ფლაგმანურ Ryzen 7 4800U პროცესორს 20 %-ით აღემატება. ამჯერად გამოჩნდა არანაკლებ საინტერესო ცნობები ახალი ჩიპის ინტეგრირებული გრაფიკის შესახებ. 

image.png 

მაშ ასე, GPU Gen12 Xe ნამდვილად მძავრი იქნება. ცნობილია, რომ სუფთა წარმადობით იგი აღემატება არა მხოლოდ AMD-ის Vega 8 გრაფიკულ ჩიპზე არსებულ ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს, არამედ შეძლებს უკან ჩამოიოვოს NVIDIA-ს საბაზისო დონის დისკრეტული გრაფიკა MX350. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ჩანს, რომ გრაფიკული ჩიპები თანაბარია, თუმცა რელიზამდე ჯერ კიდევ არის დრო, რაც ნიშნავს იმას, რომ Intel შეძლებს გააუმჯობესოს ტექნოლოგია და გაუსწროს კონკურენტის ბიუჯეტურ დისკრეტულ ხაზს. 

image.png 

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ წინაშეა ენერგოეფეტური 4-ბირთვიანი პროცესორი. რამდენად სწრაფი აღმოჩნდება ინტეგრირებული გრაფიკა 8-ბირთვიან ფლაგმანებში, ჯერჯერობით რთული წარმოსადგენია. სავსებით სარწმუნოა, რომ Tiger Lake პროცესორების ახალი აობა გაანადგურებს ბიუჯეტურ დისკრეტულ ვიდეო დაფებს, როგორც კატეგორიას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.