Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei და მისი შვილობილი ბრენდი Honor მალე დააანონსებენ გეიმინგ დონის პორტატულ კომპიუტერებს. 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ ლეპტოპებს საფუძვლად დაედება მეათე თაობის Intel Core H პროცესორები ან AMD Ryzen 4000H. ცხადია, აღჭურვილობაში შევა დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი: ეს შესაძლოა იყოს NVIDIA GeForce RTX 20 სერიის ადაპტერი. 

ინტერნეტ-რესურსების ინფორმაციით, გეიმინგ ლეპტოპები თავდაპირველად გამოვა Honor-ის მარკით. ამის შემდეგ ანალოგიურ პორტატულ კომპიუტერებს წარადგენ Huawei. ახალი მოწყობილობების ანონსი მოსალოდნელია მიმდინარე ან მომდევნო თვეში. 

image.jpeg 

ლეპტოპების დისპლეის მახასიათებლების შესახებ ამ ეტაპზე ცნობილი არაფერია, თუმცა დასაშვებია ვარაუდი, რომ გამოყენებული იქნება Full HD ფორმატის პანელები კადრის განახლების მაღალი სიხშირით. 

IDC-ის შეფასებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პერსონალური გეიმინგ კომპიუტერების ბაზარი EMEA (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა) რეგიონში წლიური გამოთვლების მიხედვით 2.7 %-ით, 1.6 მლნ ერთეულით შემცირდა. 2020 წლის შეჯამებით, მოსალოდნელია დაახლოებით 2.4 %-იანი კლება. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.