Magdalena Posted July 6, 2020 Posted July 6, 2020 30 ივნისს პირველი კრიპტოვალუტის "ამერიკული ეკონომიკის ბარომეტრთან" - S&P 500 ინდექსთან კორელაციამ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს 66.2 % ნიშნულზე რამდენიმეთვიანი ზრდის შემდეგ. ანალიტიკურ პორტალ Skew-ის მონაცემებით, მაჩვენებელი ჯერ კიდევ 65 %-ზე მაღალია. სწრაფ ზრდამდე 12 თვის განმავლობაში მაჩვენებელი მერყეობდა -30%-დან 50%-მდე დიაპაზონში. წლიურმა კორელაციამ მიაღწია 37 %-ზე მეტს - დაკვირვების ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. „Bitcoin-ი ბევრი მიმართულებით კვლავ რჩება სარისკო აქტივად. ზოგიერთი მის ფუნდამენტალურ მახასიათებლებს ადარებს ოქროს, თუმცა BTC-მა ჯერ ვერ გამოავლინა თავი, როგორც hedge-ირებულმა ან უსაფრთხო აქტივმა რისკის ზრდის პერიოდებში“ - განაცხადა Stack-ის თანადამფუძნებელმა მეთიუ დიბმა. მისი აზრით, BTC-სა და საბაზრო აქციებს შორის კორელაციის გაძლიერება ხარული სიგნალია კრიპტოვალუტისთვის, რადგანაც "გლობალური ბაზრები სარგებლობენ არნახული მონეტარული სტიმულებით". გარდა ამისა, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია Bitcoin-ის ისეთი გრძელვადიანი მფლობელების რიცხვმა, რომელთაც მინიმუმ 12 თვის განმავლობაში არ განუხორციელებიათ ოპერაციები კრიპტოვალუტით. წყარო: CoinDesk, IntoTheBlock. „ჰალვინგის შემდეგ ბევრი გრძელვადიანი მფლობელი დარწმუნებულია, რომ Bitcoin-ის საშუალო ფასი არსებულ ნიშნულზე მაღლა უნდა იყოს. ამის გამო ჩნდება აქტივის გრძელვადიანი ფლობისადმი მიდრეკილება, სანამ ბაზარი კვლავ არ დაიწყებს აღმასვლას“ - განაცხადა fintech-კომპანია Interlapse Technologies-ის ხელმძღვანელმა უეინ ჩენმა. ამჟამად Bitcoin-ის ფასი Bitstamp-ზე 9100 აშშ დოლარია. ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 260 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. https://bit.ly/31Jzana Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.