Jump to content

Recommended Posts

Posted

30 ივნისს პირველი კრიპტოვალუტის "ამერიკული ეკონომიკის ბარომეტრთან" -  S&P 500 ინდექსთან კორელაციამ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს 66.2 % ნიშულზე რამდენიმეთვიანი ზრდის შემდეგ. 

ნალიტიკურ  პორტალ Skew-ის მონაცემებით, მაჩვენებელი ჯერ კიდევ 65 %-ზე მაღალია. 

image.png 

სწრაფ ზრდამდე 12 თვის განმავლობაში მაჩვენებელი მერყეობდა -30%-დან 50%-მე დიაპაზონში. წლიურმა კორელაციამ მიაღწია 37 %-ზე მეტს - დაკვირვების ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. 

Bitcoin-ი ბევრი მიმართულებით კვლავ რჩება სარისკო აქტივად. ზოგიერთი მის ფუნდამენტალურ მახასიათებლებს ადარებს ოქროს, თუმცა BTC-მა ჯერ ვერ გამოავლინა თავი, როგორც hedge-ირებულმა ან უსაფრთხო აქტივმა რისკის ზრდის პერიოდებში“ - განაცხადა Stack-ის თანადამფუძნებელმა მეთიუ დიბმა. 

მისი აზრით, BTC-სა და საბაზრო აქციებს შორის კორელაციის გაძლიერება ხარული სიგნალია კრიპტოვალუტისთვის, რადგანაც "გლობალური ბაზრები სარგებლობენ არნახული მონეტარული სტიმულებით". 

გარდა ამისა, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია Bitcoin-ის ისეთი გრძელვადიანი მფლობელების რიცხვმა, რომელთაც მინიმუმ 12 თვის განმავლობაში არ განუხორციელებიათ ოპერაციები კრიპტოვალუტით. 

image.jpeg 

წყარო: CoinDesk, IntoTheBlock. 

„ჰალვინგის შემდეგ ბევრი გრძელვადიანი მფლობელი დარწმუნებულია, რომ Bitcoin-ის საშუალო ფასი არსებულ ნიშნულზე მაღლა უნდა იყოს. ამის გამო ჩნდება აქტივის გრძელვადიანი ფლობისადმი მიდრეკილება, სანამ ბაზარი კვლავ არ დაიწყებს აღმასვლას“ - განაცხადა fintech-კომპანია Interlapse Technologies-ის ხელმძღვანელმა უეინ ჩენმა. 

ამჟამად Bitcoin-ის ფასი Bitstamp-ზე 9100 აშშ დოლარია. ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 260 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.