Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Apple განიხილავს პასპორტების, მართვის ლიცენზიებისა და სხვა სახის პირადობის დამდასტურებელი მოწმობების უსაფრთხო ჩანაცვლებას ერთადერთი ელექტრონული მოწყობილობით, რომელშიც შეინახება ამ დოკუმენტების ციფრული ვერსიები. ამ ინფორმაციას რესურსი AppleInsider ავრცელებს. 

image.jpeg 

ახლახანს კომპანიამ წარადგინა ავტომობილის გასაღებისგან მსოფლიოს გათავისუფლების გეგმა. მანამდე კი უკვე შესაძლებელი იყო სმარტფონების მეშვეობით დაგვევიწყებინა საფულის, ჩანაწერების წიგნაკის, ფოტოკამერის, კალმის და კიდევ ბევრი ნივთის თან ტარება. Apple-მა ამჯერად ყურადღება მიაპყრო პასპორტებს, მართვის მოწმობებს, საშვებსა და ნებისმიერი სახის ფიზიკურ დოკუმენტს. 

კომპანიამ შეიტანა საპატენტო განაცხადების სერია ზოგადი სახელწოდებით Providing Verified Claims of User Identity (მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი ინფორმაციის მიწოდება), რომელშიც აღწერილია საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ციფრული ვერსიების შენახვა-გამოყენების მეთოდები. 

საპატენტო განაცხადებში Apple არ მოიხსენიებს iPhone-ს, თუმცა მრავალჯერ მიუთითებს ელექტრონულ მოწყობილობებზე, როგორც ამგავრი მონაცემების მატარებელზე. ცხადია, ამ მხრივ ყველაზე მოსახერხებელი იქნება სწორედ სმარტფონის მსგავსი კომპაქტური გაჯეტის გამოყენება. 

image.jpeg 

აღწერის თანახმად, ახალი მიდგომა იმუშავებს შემდეგნაირად: iPhone გასცემს ID-ს გარკვეულ ფორმას. თუკი მოწყობილობის მფლობელი უკვე გადამოწმებულია, მაგალითად Apple Watch სმარტ საათის ბიომეტრიული სენსორების მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში ხდება გაგზავნილი მონაცემების დადასტურება. კომპანიის საპატენტო განაცხადში უპირატესად აღწერილია პასპორტებთან მუშაობა, თუმცა თეორიულად ტექნოლოგია ასევე იმუშავებს სხვა ბევრ დოკუმენტაციასთანაც. 

2019 წელს Apple-ის ინტერნეტ-სერვისებისა და Apple Pay-ს ვიცე პრეზიდენტმა Jennifer Bailey-მ განაცხადა, რომ კომპანიას სურს წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სმარტფონში შენახვა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ამ იდეის რეალიზება რთულია, რადგანაც ასეთ შემთხვევაში საჭიროა უამრავი იურიდიული და ნორმატიულ-სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საკიხის გადაჭრა ასე თუ ისე მაინც შესაძლებელია, თუმცა არა ისე სწრაფად, როგორც ეს ხდება კომპანიის სხვა სერვისების ამოქმედებისას. Bailey-მ აგრეთვე განაცხადა, რომ ბევრი ქვეყანა უკვე იყენებს მსგავს პრაქტიკას. მაგალიად, ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეის მაცხოვრებლებმა მიიღეს პასპორტის ციფრული ვერსიის სმარტფონში შენახვის უფლება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.