Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-ის მეათე თაობის ამჟამინდელი ფლაგმანია 10-ბირთვიანი Core i9-10900K, რომლის ტაქტის სიხშირე ბუსტ-რეჟიმში 5.3 გჰც-ს აღწევს. არსებობს აგრეთვე განბლოკილი მულტიპლიკატორის არმქონე მოდელი Core i9-10900, რომლის აჩქარება შესაძლებელია 5.2 გჰც-მდე. როგორც ჩანს, Intel-ი ამზადებს კიდევ ერთ ათბირთვიან ჩიპს - Core i9-10910, რომელიც ექსკლუზიური იქნება Apple-ის კომპიუტერებისთვის. 

image.png 

ახალი პროცესორის წარმადობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. ცნობილია, რომ მისი საბაზისო სიხშირე იქნება 3.6 გჰც, ბუსტ-სიხშირე კი - 4.7 გჰც. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შესაძლებელია მახასიათებლების ნახვა. შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ საშტატო სიხშირე მას უფრო მაღალი აქვს, ვიდრე Core i9-10900-ს, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბუსტ-რეჟიმში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ათბირთვიანი ჩიპის TDP-ის დონე (95 ვატი) გაცილებით მაღალია, ვიდრე დაბლოკილი მულტიპლიკატორის მქონე უმცროსი მოდელისა (65 ვატი). 

image.png 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს არის დეფექტური სილიკონი და მისი გამოყენება არ შეიძლება უფრო მაღალი წარმადობის ჩიპებისთვის, თუმცა იგი მახასიათებლებით შესანიშნავად ერგება Apple-ის ახალ კომპიუტერებს. როგორც ჩანს, ეს არის შესანიშნავი გარიგე, რამაც Intel-ს საშუალება მისცა გაეყიდა დიდი რაოდენობით ჩიპები, Apple კი მიიღებს 10-ბირთვიან პროცესორს, რომლის რეკლამირება შესაძლებელია როგორც ფლაგმანური ვერსიის, ამავე დროს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. 

Posted

საინტერესოა რახან აქ კიდე სხვა პროცესორიც გაეძრო მაგ სერიიდან, 20 თრიდიანის უფრო ბიუჯეტური ვარიანტი: https://www.guru3d.com/news-story/intel-core-i9-10850k-the-cheaper-10-core-alternative.html

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.