Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე კვირაში კომპანია Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად გადააჭარბა Toyota-ს კაპიტალიზაციას, შედეგად ილონ მასკის კომპნია გახდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანთმშენებელი კომპანია. Tesla-ს აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა და მიაღწია რეკორდულ მაქსიმუმს - 1135 აშშ დოლარს, რაც საშუალებას იძლევა კომპანიის ღირებულება შეფასდეს 206.5 მლრდ აშშ დოლარად. ანალოგიური მაჩვენებლების შედარების მიხედვით Toyota-ს ღირებულება 202 მლრდ აშშ დოლარია. 

image.jpeg 

საბაზრო კაპიტალიზაცია ხაზს უსვამს ინვესტორების უზარმაზარ ენთუზიაზმს Tesla-სთან მიმართებაში. კომპანიის აქციების ფასი მიმდინარე წელს 170 %-ით გაიზარდა, ინვესტორები აგრძელებენ ინვესტიციების ჩადებას ელექტრომობილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიაში. 

image.jpeg 

Tesla-მ საბაზრო ღირებულების მხრივ Toyota უკან ჩამოიტოვა, თუმცა ამავე დროს იაპონურ კომპანიას დიდად ჩამორჩება ავტომობილების ფაქტობრივი წარმოების კუხით. პირველ კვარტალში, რომელიც 31 მარტს დასრულდა, მასკის კომპანიამ დაამზადა დაახლოებით 103 ათასი ელექტრომობილი - 15390 Model S/X და 87282 Model 3/Y. ამავე პერიოდში Toyota-მ გამოუშვა 2 მილიონ 400 ათასი ავტომობილი. 

ჩვენ კვლავ სიფრთხილეს ვიჩენთ Tesla-სთან მიმართებაში, ელექტრომობილების სფეროში ფულის ჩადების საკმაოდ მცირე მეთოდი არსებობს, ვხედავთ, რომ აქციები მოქმედებს მოკლევადიან პერსპექტივაში მიუხედავად ჩვენი სიფრთხილისა დროთა განმავლობაში კონკურენციის პოზიციონირებასთან და შეფასებასთან დაკავშირებით, ”- აცხადებენ ანალიტიკოსები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.