Magdalena Posted July 4, 2020 Posted July 4, 2020 მიმდინარე კვირაში კომპანია Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად გადააჭარბა Toyota-ს კაპიტალიზაციას, შედეგად ილონ მასკის კომპანია გახდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანთმშენებელი კომპანია. Tesla-ს აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა და მიაღწია რეკორდულ მაქსიმუმს - 1135 აშშ დოლარს, რაც საშუალებას იძლევა კომპანიის ღირებულება შეფასდეს 206.5 მლრდ აშშ დოლარად. ანალოგიური მაჩვენებლების შედარების მიხედვით Toyota-ს ღირებულება 202 მლრდ აშშ დოლარია. საბაზრო კაპიტალიზაცია ხაზს უსვამს ინვესტორების უზარმაზარ ენთუზიაზმს Tesla-სთან მიმართებაში. კომპანიის აქციების ფასი მიმდინარე წელს 170 %-ით გაიზარდა, ინვესტორები აგრძელებენ ინვესტიციების ჩადებას ელექტრომობილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიაში. Tesla-მ საბაზრო ღირებულების მხრივ Toyota უკან ჩამოიტოვა, თუმცა ამავე დროს იაპონურ კომპანიას დიდად ჩამორჩება ავტომობილების ფაქტობრივი წარმოების კუთხით. პირველ კვარტალში, რომელიც 31 მარტს დასრულდა, მასკის კომპანიამ დაამზადა დაახლოებით 103 ათასი ელექტრომობილი - 15390 Model S/X და 87282 Model 3/Y. ამავე პერიოდში Toyota-მ გამოუშვა 2 მილიონ 400 ათასი ავტომობილი. „ჩვენ კვლავ სიფრთხილეს ვიჩენთ Tesla-სთან მიმართებაში, ელექტრომობილების სფეროში ფულის ჩადების საკმაოდ მცირე მეთოდი არსებობს, ვხედავთ, რომ აქციები მოქმედებს მოკლევადიან პერსპექტივაში მიუხედავად ჩვენი სიფრთხილისა დროთა განმავლობაში კონკურენციის პოზიციონირებასთან და შეფასებასთან დაკავშირებით, ”- აცხადებენ ანალიტიკოსები. https://bit.ly/2BZRvl6 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.