Jump to content

Recommended Posts

Posted

ანალიტიკურმა სერვისმა CoinGecko-მ განაცხადა კიბერუსაფრთხოების კომპანია Hacken-თან პარტნიორობის წამოწყების შესახებ. 

image.png 

თანამშრომლობის ფარგლებში CoinGecko-მ მოახდინა კრიპტო-ბირჟების უსაფრთხოების შეფასებისთვის განკუთვნილი ე.წ. „ნდობის რეიტინგი“-ს (Trust Score) ინტეგრირება, რომელიც ემყარება Hacken-ის პლატფორმა Cer.Live-ის მონაცემებს. 

 „დღესდღეობით ყველა ბირჟა არ ატარებს უსაფრთხოების რეგულარულ ტესტებს და მომხმარებლებისთვის არ არის ხელმისაწვდომი ობიექტური ინფორმაცია - სად ივაჭრონ უსაფრთხოდ. მსგავსი სახის ანალიტიკა არა მხოლოდ აძლევს მომხმარებელს ხარისხიან ინფორმაციას, არამედ ასევე ხელს უწყობს ინდუსტრიის განვითარებას და ამაღლებს პლატფორმის ტექნიკური მახასიათებლების დონეს“ - განაცხადა Hacken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

Bitcoin-ბირჟების კიბერუსაფრთხოების შეფასების ფარგლებში Hacken განიხილავს პლატფორმის ინფრასტრუქტურის დაცულობას, მათ შორის სერვერების უსაფრხოებას, მომხმარებლების ორფაქტორიან აუთენტიფიკაციის არსებობას, ასევე ფიშინგისგან, სპამისგან დაცვასა და სხვა კრიტერიუმებს. 

Hacken აგრეთვე აფასებს პოტენციური დაჰაკვის ალბათობასა და Bug Bounty-პროგრამების არსებობას. 

პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ახალი საზომების დამატებით გაიზრდება ბაზრის გამჭვირვალობა და აღმოიფხვრება მანიპულაციები: 

CoinMarketCap-ი რეიტინგების შედგენისას ყურადღებას ამახვილებს ლიკვიდურობასა და ვებ-გვერდზე ვიზიტების სიხშირეზე. თეორიულად შესაძლებელია ამ მონაცემებით მანიპულირება. CoinGecko-მ თავის საზომში დაამატა კიბერუსაფრთხოება. მისი მოტყუება გაცილებით რთულია“.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.