Jump to content

Recommended Posts

Posted

კორონავირუსმა დააცარიელა მთელი რიგი წარმოება, მილიონობით ადამიანი დატოვა უმუშევარი და შემოსავლის გარეშე. ეს ყველაფერი ერთ რამეზე მეტყველებს: ფინანსური სტაბილურობა აღარ არის ისეთი სტაბილური, როგორც ერთი წლის წინ. თუმცა გეიმინგისთვის ხელის შეშლა შეუძლებელია. თუკი არსებობს ფინანსური სირთულეები და შეუძლებელია ახალი ვიდეო დაფის შეძენა, ასეთ შემთხვევაში GECID-ის ექსპერტები დაგვეხმარებიან გადაწყვეტილების მიღებაში. 

image.png 

ვითარება მარტივია - ყურადღება უნდა მივაქციოთ მეორად ბაზარს, დავხუროთ ვებ-გვერდი და მივაშუროთ ძველმანების ბაზარს GECID-ის ექსპერტები საქმეს საფუძვლიანად მიუდგნენ, ისინი გვთავაზობენ არჩევანს: Radeon RX 580 და Radeon RX 570. წინასწარ აღვნიშნავთ, რომ 4-გიგაბაიტიანი მოდელები თავიდანვე უნდა ამოვიღოთ: მათ შორის ფასთა სხვაობა მინიმალურია, პოტენციალი კი - რადიკალურად განსხვავებული. 

image.png 

image.png 

image.png 

ზემოთ წარმოდგენილ დიაგრამაზე შესაძლებელია Radeon RX 570 ვიდეო დაფის წარმადობის შესწავლა. როგორც ვხედავთ, თამაშების უმეტესობაში მას ამჟამადაც კი შეუძლია უზრუნველყოს სტაბილური 60 fps 1080р გაფართოებაზე. ახლა კი შევადაროთ უმცროსი მოდელის წარმადობა უფროს Radeon RX 580 მოდელთან (ორივე 8 გბ). 

image.png 

image.png 

როგორც ვხედავთ, უმეტეს შემთხვევაში სხვაობა აღემატება 10 %-ს Radeon RX 580 მოდელის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში პირველ რიგში საჭიროა ფასზე ორიენტირება. ჯობს, უფროსი მოდელი აირჩიოთ, თუმცა 10%-ით მეტი წარმადობა არც ისე ბევრია. თუკი მსგავსი შემოავაზება ხელმისაწვდომი არ არის, შესაძლებელია შემოიფარგლოთ შემცირებული გრაფიკული პარამეტრებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.