Jump to content

Recommended Posts

Posted

საჯარო ბლოკჩეინებზე განხორციელებული ტრანზაქციების კვლევაზე სპეციალიზებულმა კომპანია Elliptic-მა დაამატა კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტების, Zcash-ისა (ZEC) და  Horizen-ის (ZEN) მხარდაჭერა. 

image.png 

Elliptic-ის მომხმარებლები შეძლებენ აკონტროლონ ღია ტიპის ტრანზაქციები ორივე მონეტი ბლოკჩეინში, რათა გამოვლინდეს და აღმოიფხვრას უკანონო ქმედებები, მათ შორის ფულის გათეთრების მცდელობა კრიპტოვალუტების გამოყენებით. 

”ჩვენ არ ვაპირებთ დავამარცხოთ ამ აქტივების მიერ შემოთავაზებული კონფიდენციალურობის ფუნქციები. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ გეგმაში არ გვაქვს Monero-ს მხარდაჭერის დამატება, სადაც ყველა ტრანზაქცია კონფიდენციალურია“ - განაცხადა Elliptic-ის თანადამფუძნებელმა ტომ რობინსონმა. 

მან დაამატა, რომ ზოგიერთი კრიპტოსავალუტო ტრანზაქციის გამოკვლევა არ შეიძლება. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალიად, ოპერაციები Bitcoin-ით მიქშერების გამოყენებით ან ტრანზაქციები ზემოთხსენებული Monero-თი. 

ZEC-ისა და ZEN-ის შემთხვევაში პრივატულობის, ისევე, როგორც  ტიპის ტრანზაქციების ფუნქციონალის გამოყენება  ოფციონალურია მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, მათი ბლოკჩეინები დაფუძნებულია Bitcoin-ის არქიტექტურაზე, რაც ამარტივებს გამოკვლევის პროცესს. 

ანალიტიკური პროდუქტების - Elliptic Navigator-ისა და Elliptic Lens-ის ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი იქნება სავაჭრო და ლენდინგ-პლატფორმა Genesis. 

Elliptic-ის კონკურენტმა კომპანია Chainalysis-მა ახლახანს დაამატა Dash-ისა და Zcash-ის მხარდაჭერა თავის პროდუქტზე, სახელად Reactor. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.