Jump to content

Recommended Posts

Posted

СoinMetrics -ის ანალიტიკოსებმა გამოიყენეს თავისუფალი მიმოქცევის მეთოდოლოგია ციფრული აქტივების ბაზრის სიდიდისა და ლიკვიდობის შესახებ უფრო ზუსტი შეფასების მისაღებად. 

image.png 

თავისუფალი მიმოქცევის (free-float) მეთოდის საფუძველზე ტრადიციულ ფინანსებში გამოითვლება კომპანიის კაპიტალიზაცია, რაც ემყარება საფონდო ინდექსის გამოთვლას. კრიპტოვალუტების ბაზართან მეთოდოლოგიის ადაპტაციისთვის СoinMetrics-მა გამორიცხა მონეტები და ტოკენები, რომლებიც გამოვიდა, თუმცა შემდეგ დაკარგეს პირვანდელი ლიკვიდურობა. ეს შესაძლოა მომხდარიყო მათი ბრუნვიდან გამოსვლის, დაკარგვის და აქტივების ისეთი გრძელვადიანი მფლბელების ხელში გადასვლის შემთხვევაში, რომლებიც მონეტებს ინახავენ ხუთ წელზე დიდხანს. 

მონაცემები დადგენილი ფორმით შეიძლება მნიშვნელოვნად ვარირებდეს არჩეული წყაროს მიხედვით, რაც ართულებს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს“ - აცადებენ კომპანიაში. 

თავისუფალ მიმოქცევაზე დამყარებული კაპიტალიზაცია საშუალებას იძლევა ანალიტიკოსები უფრო სისტემურად მიუდგნენ აქტივის შემოთავაზების განსაზღვრას ინდექსების, საბაზრო კაპიტალიზაციისა და შეფასების მეთოდებში მისი გამოყენების გათვლისთვის. 

განსხვავება free-float მეთოდის საფუძველზე შემოთავაზებების მაჩვენბლებისა და იმას შორის, თუ როგორ გამოითვლება იგი ამჟამად, შეგვიძლია Bitcoin-ის მაგალითზე შევადაროთ.  СoinMetrics-ის შეფასებით, პირველი სიდიდე დაახლოებით 25%-ით ნაკლებია მეორეზე - 14,3 მლნ მონეტა - 18,4 მლნ მონეტის წინააღმდეგ. დოლარებში გამოხატვის მიხედვით მიმდინარე კურსის შესაბამისად 9200 აშშ დოლარში ეს შეფასებები ტოლია 131 მლრდ და 169 მლრდ აშშ დოლარის, შესაბამისად. 

image.png 

ეს სხვაობა უფრო მკაფიოდ გამოიხატება Bitcoin-ის ფორკების განხილვისას. CoinMetrics-ის შეფასებით, Bitcoin Cash-ის კაპიტალიზაცია გამოცხადებულზე 35%-ით ნაკლებია, Bitcoin SV-სი კი - 46%-ით. Ethereum-ის შემხვევაში ეს სხვაობა მცირეა და შეადგენს დაახლოებით 2%-ს. 

image.png 

საჩვენებელი მაგალითია Tether stablecoin. ტრადიციულად მისი კაპიტალიზაცია გამოითვლება, როგორც ყველა გაცემული მონეტის მოცულობა. ასეთი მიდგომისას დამკვირვებელი ვერ შენიშნავს აშკარა ცვლილებებს 4000 აშშ დოლარიდან 12 აას აშშ დოლარამდე Bitcoin-ის ფასის ზრდის დროს 2019 წლის პირველ ნახევარში. თუკი შეფასება განხორციელდება free-float მეთოდით, Tether-ის საცავში ტოკენების გამორიცხვით, შესაძლებელია აღმოვაჩინო მჭიდრო კორელაცია Stablecoin-ის შეთავაზების ზრდასა და Bitcoin-ის ფასს შორის. 

image.png 

ანალიტიკური კომპანია Delphi Digital-ის თანადამფუძნებელი იან ლიბერმანი თვლის, რომ CoinMetrics-ის მიერ შემოთავაზებულ მეთოდოლოგიას შეუძლია აამაღლოს კრიპტოვალუტეის შეფასების სხვადასხვა მაჩვენებლის საიმედოობის დონე. კერძოდ, უფრო ზუსტი შეფასებები დაედება საფუძვლად NVT Ratio (Network Value to Transactions Ratio) ინდიკატორის გამოთვლას, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „კრიპტო-მულტიპლიკატორი P/E“. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.