Magdalena Posted July 1, 2020 Posted July 1, 2020 შვეიცარიულმა კრიპტოსავალუტო კომპანია Aximetria-მა წარადგინა სერვისი AxiCheck, რომელიც შეამოწმებს საბანკო ბარათების ბლოკირების ალბათობას ციფრული აქტივებით ოპერაციების განხორციელებისას. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სერვისს საფუძვლად უდევს MasterCard-ის, Visa-სა და მსოფლიოს 427 ბანკის მიერ განხორციელებული კრიპტო-შესყიდვების, ასევე თანხის გამოტანის სტატისტიკა. AxiCheck არ საჭიროებს რეგისტრაციას და პირადი მონაცემების შეყვანას: „ბარათის შემოწმებისთვის საკმარისია, რომ მომხმარებელმა მიუთითოს პირველი ექვსი ციფრი. ეს არის ემიტენტის უნიკალური BIN, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ბანკის, გამოშვების თარიღის, საგადახდო სისტემისა და ბარათის დონის შესახებ“ - აცხადებენ Aximetria-ში. შემოწმების შეჯამების შედეგად საბანკო ბარათი მიეკუთვნება ოთხიდან ერთ-ერთ ტიპს: „100 %-ით კრიპტო-ბარათი“ - ოპერაციები ანალოგიური ბარათების გამოყენებით წარმატებით ხორციელდება; „ბარათი მზადაა გახდეს კრიპტო“ - შესაფერისია კრიპტოსავალუტო ოპერაციებისთვის; „ბარათი კრიპტოსთვის მხოლოდ 50 %-ით არის მზად“ - შესაძლოა გაჩნდეს თანხის გამოტანასთან დაკავშირებული პრობლემები; „თქვენი ბარათი მოძველდა“ - კრიპტოსავალუტო ოპერაციების განხორციელება რეკომენდირებული არ არის; ვებ-ვერსიის პარალელურად ხელმისაწვდომია AxiCheck-ის მობილური აპლიკაციები iOS-ისა და Android-ისთვის. https://bit.ly/2YL1Haa Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.