Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

შვეიცარიულმა კრიპტოსავალუტო კომპანია Aximetria-მა წარადგინა სერვისი AxiCheck, რომელიც შეამოწმებს საბანკო ბარათების ბლოკირების ალბათობას ციფრული აქტივებით ოპერაციების განხორციელებისას. 

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სერვისს საფუძვლად უდევს MasterCard-ის, Visa-სა და მსოფლიოს 427 ბანკის მიერ განხორციელებული კრიპტო-შესყიდვების, ასევე ანხის გამოტანის სტატისტიკა. 

AxiCheck არ საჭიროებს რეგისტრაციას და პირადი მონაცემების შეყვანას: 

„ბარათის შემოწმებისთვის საკმარისია, რომ მომხმარებელმა მიუთითოს პირველი ექვსი ციფრი. ეს არის ემიტენტის უნიკალური BIN, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ბანკის, გამოშვების თარიღის, საგადახდო სისტემისა და ბარათის დონის შესახებ“ -  აცხადებენ Aximetria-ში. 

შემოწმების შეჯამების შედეგად საბანკო ბარათი მიეკუთვნება ოთხიდან ერთ-ერთ ტიპს: 

„100 %-ით კრიპტო-ბარათი“ - ოპერაციები ანალოგიური ბარათების გამოყენებით წარმატებით ხორციელდება; 

„ბარათი მზადაა გახდეს კრიპტო“ - შესაფერისია კრიპტოსავალუტო ოპერაციებისთვის; 

„ბარათი კრიპტსთვის მხოლოდ 50 %-ით არის მზად“ -  შესაძლოა გაჩნდეს თანხის გამოტანასთან დაკავშირებული პრობლემები; 

„თქვენი ბარათი მოძველდა“ -  კრიპტოსავალუტო ოპერაციების განხორციელება რეკომენდირებული არ არის; 

ვებ-ვერსიის პარალელურად ხელმისაწვდომია AxiCheck-ის მობილური აპლიკაციები iOS-ისა და  Android-ისთვის. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.