Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ანალიტიკურმა კომპანია Santiment-მა შეისწავლა უმსხვილესი არასაბირჟო საფულეების ტოკენების მოცულობა და მივიდა დასკვნამდე, რომ კრიპტო-ვეშაპები აქტიურად ყიდულობენ სამ Altcoin-ს: Aave (LEND), Ren (REN) და 0x (ZRX). 

კრიპტო-ვეშაპების აქტივობის გამოსაკვლევად Santiment-მა საკუთარი საზომი გამოიყენა. რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ წარადგინა გრაფიკი, რომელზეც წარმოდგენილია ზემოთხსენებული ტოკენების უმსხვილესი მფლობელების წილის ზრდა. 

image.jpeg 

წყარო: Santiment 

Sentiment-ის გრაფიკის გამოქვეყნების დროს LEND გაძვირდა 130%-ით, REN - 120%-ით,  ZRX კი -  10%-ით. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოცემული საზომი საბაზრო ღირებულების პოტენციური ზრდის სანდო ინდიკატორია. ეს აიხსნება იმით, რომ კრიპტოვალუტების ბაზარი კვლავ დამოკიდებულია სხვადასხვა კრიპტოვალუტის მსხვილ მფლობელებზე. 

image.jpeg 

ანალიტიკოსებმა დაასახელეს კიდევ ერთი ტოკენი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს კრიპტო-ვეშაპებში, ეს არის aelf (ELF). Santiment-ის საზომის თანახმად, უმსხვილეს არასაბირჟო საფულეებში ივნისის დასაწყისიდან აქტიურად დაიწყო ტოკენის მარაგების დაგროვება. 

გასულ კვირას დღე-ღამის განმავლობაში კრიპტო-ვეშაპებმა Binance-იდან 125 მლნ აშშ დოლარი გაიტანეს. მანამდე კი Grayscale-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ BTC-ის მსხვილი მფლობელების რიცხვი 2017 წლის აღმასვლის დონემდე გაიზარდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.