Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Strategy Analytics-მა შეაჯამა baseband-პროცესორების მსოფლიო ბაზრის კვლევის შედეგები მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ჭრილში: ინდუსტრია იზრდება მიუხედავად პანდემიის და ეკონომიკური შეფერხებებისა. 

image.jpeg 

Baseband-პროცესორები - ეს არის ჩიპები, რომლებიც უზრუნველყოფს ქსელურ კავშირს მობილურ მოწყობილობებში. ამგვარი მიკროსქემები სმარტფონების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. 

მაშ ასე, ცნობილია, რომ იანვარი-მარტის პერიოდში Baseband-პროცესორების ბაზარზე ფულადი თვალსაზრისით აღინიშნა 9 %-იანი ზრდა გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით. ჯამში ბაზრის მოცულობამ მიაღწია 5.2 მლრდ აშშ დოლარს. 

უმსხვილესი მომწოდებელია Qualcomm – 42 %-იანი წილით. მეორე ადგილზეა კომპანია HiSilicon, რომელიც ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტ Huawei-ს ქვეგანყოფილებას წარმოადგენს - მისი წილი 20 %-ს შეადგენს. მესამე ადგილზე იმყოფება MediaTek – 14 %-იანი წილით. სხვა კომპანიები, რომელთა შორისაა Intel და Samsung LSI, ერთობლივად აკონტროლებენ ინდუსტრიის მეოთხედზე ნაკლებს - 24 %-ს. 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ ბაზრის დადებით დინამიკას უპირველს ყოვლისა უზრუნველყოფს 5G-პროდუქტები. ამგვარმა გადაწყვეტილებებმა შეადგინა baseband-პროცესორების მთლიანი გადაზიდვების თითქმის 10 % ერთეულში გამოხატვის მხრივ. ამასთან, ფულადი თვალსაზრისით 5G-ჩიპებმა დაიკავეს ბაზრის დაახლოებით 30%. ცხადია, სამომავლოდ სწორედ 5G მოახდენს გადამწყვეტ გავლენას ბაზრის ზრდის დინამიკაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.