Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ქრაუდფანდინგ-პლატფორმა Youpin-ზე წარადგინა მცირე ფორმ-ფაქტორის დესკტოპ კომპიუტერი Ningmei CR100, რომელიც Intel-ის აპარატულ პლატფორმაზეა აგებული. 

image.jpeg 

მოწყობილობის კორპუსის გაბარიტებია მხოლოდ 192 × 188 × 54 მმ, წონა კი 760 გრამს შეადგენს. გამოყენებულია Gemini Lake თაობის პროცესორი Celeron J4105: ეს ჩიპი შეიცავს ოხ ბირთვსა და Intel UHD 600 გრაფიკულ ამაჩქარებელს. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 1.5 გჰც-ს, მაქსიმალური - 2.5 გჰც-ს. 

ნეტტოპს აქვს DDR4 ტიპის 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 გბ მოცულობის დისკი. დამატებით შესაძლებელია SD-ფორმატის ფლეშ-მეხსიერების ბარათის დაყენება. 

გამოსახულების ფორმირებისთვის გათვალისწინებულია ანალოგური D-Sub კონექტორი და ციფრული ინტერფეისი HDMI. ხელმისაწვდომია სტანდარტული კონექტორი ყურსასმენისა და მიკროფნისთვის, USB 3.0 და USB Type-C პორტები. 

image.jpeg 

უნდა აღინიშნოს, რომ კომპიუტერი აღჭურვილია ინტეგრირებული ორარხიანი აუდიოსისტემით. შიდა კონსტრუქცია ხელს უწყობს გაუმჯობესებულ გაგრილებას. 

Xiaomi Ningmei CR100 ნეტტოპის შეძენა ამჟამად შესაძლებელია დაახლოები 210 აშშ დლარად. 30 ივნისამდე შეკვეთის შემხვევაში მოქმედებს სპეციალური შემოავაზება, რომელიც მოიცავს კომპლექტს უსადენო მაუსითა და კლავიატურით, მაუსპედით და 16 გბ მოცულობის ფლეშ-ბრელოკით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.