Jump to content

Recommended Posts

Posted

მსოფლიოს უძლიერესი სუპერკომპიუტერების ტოპ 500-ეულში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა - მეშვიდე პოზიციაზე განთავსდა სისტემა Selene, რომელსაც NVIDIA საკუთარი საჭიროებისამებრ იყენებს. იგი აწყობილია მაისში წარმოდგენილი DGX A100 მოდულებისგან, რომელთაგან თითოეული შეიცავს Ampere თაობის რვა ამაჩქარებელსა და ორ AMD EPYC 7742 პროცესორს. 

image.jpeg 

NVIDIA განსაკუთრებით ამაყობს იმ ფაქტით, რომ ეს სუპერკომპიუტერი რამდენიმე თვეში ააწყო - მსგავსი მასშტაბის პროექტებისთვის, როგორც წესი, რამდენიმე წელია საჭირო. სუპერკომპიუტერის კვანძებს შორის კავშირს უზრუნველყოს ინტერფეისი Mellanox HDR Infiniband. 

image.png 

Selene ახდენს ზომიერი, 1344 კვტ. ენერგომოხმარებისა და 34 569 ტერაფლოპსი წარმადობის დემონსტრირებას. NVIDIA პირობას დებს, რომ დაეხმარება თავის მომხმარებლებს მსგავსი სისტემების აწყობაში.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.