Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

საგადახდო სისტემა PayPal და მისი კუთვნილი მობილური საგადახდო სერვისი Venmo მომხმარებლებს წარუდგენენ კრიპტოსავალუტო ყიდვა-გაყიდვის ფუნქციას უახლოეს სამ თვეში - აცხადებს CoinDesk წყაროებზე დაყრდნობით. 

გამომცემლობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიანიშნა იმაზე, რომ ინტეგრირებული ფუნქცია კრიპტოვალუტების ყიდვის, გაყიდვისა და შენახვის საშუალებას იძევა. იგი ელის, რომ PayPal უზრუნველყოფს ლიკვიდურობას Bitcoin-ბირჟებთან თანამშრომლობის ხარჯზე. 

პოტენციური პარტნიორები შესაძლოა გახდნენ Coinbase და Bitstamp. Coinbase და PayPal ასევე შედიოდნენ Libra Association-ში - შემადგენლობიდან საგადახდო სისტემის გამოსვლამდე. მაშინ ხელმძღვანელობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმჯობესია რესურსები საკუთარი განვითარებისკენ მიემართა, რათა ფინანსები უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო. 

მოსალოდნელია, რომ ახალი ფუნქციის მხარდაჭერა სამ თვეში გახდება შესაძებელი, თუმცა უცნობია, რამდენი კრიპტოვალუტის მხარდაჭერა ექნება სერვისებს. 

PayPal-სა და Venmo-ს სამომხმარებლო ბაზაში 325 მილიონზე მეტი ადამიანია. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარში PayPal-ის ხელმძღვანელმა დენ შულმანმა განაცხადა, რომ Bitcoin-ი ფასეულობის გადაცემის ეფექტური მეთოდია. მან ასევე დადებითად ისაუბრა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზეც. 

2019 წლის მაისში PayPal-ის ფინანსურმა დირექტორმა ჯონ რეინიმ დაადასტურა, რომ კომპანია სწავლობს ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებს, თუმცა თვლის, რომ „Bitcoin-ისთვის ჯერ ადრეა“. 

მიმდინარე წლის მარტში PayPal-ის ტექნოლოგიურმა დირექტორმა შრი შივანანდამ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების წარმატებისთვის ხალხმა მკაფიოდ უნდა აღიქვას მათი უპირატესობა. მომხმარებლებს კი, მისი თქმით, ბიზნესიც მიჰყვება. 

 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.