Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Zendoo, Sidechain-ებისთვის განკუთვნილი გადაწყვეტილება Horizen-ისგან Beta Prewiev ვერსიის სახით სპეციალიზებულ ტესტნეტზე გაეშვა. 

Zendoo Beta Preview გახლავთ Horizen-ის Sidechain-პლატფორმის მნიშვნელოვანი მიღწევა. Zendoo - ეს არის ბაზარზე Sidechain-ის პირველი სრულიად დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომლის მეშვეობით ფართოვდება ქსელი კრიპტოვალუტებიდან კონფიდენციალურობის დაცვის პლატფორმამდე, რომელიც მასშტაბირდება კომერციული აპლიკაციებისთვის. პლატფორმა კომპანიებსა და დეველოპერებს საშუალებას აძლევს ხელმისაწვდომ ფასად შექმნან Horizen-ის საყოველთაოდ ხელმისაწვდომ mainchain-თან დაკავშირებული სრულებით მართვადი ბლოჩეინები 

2017 წელს, როდესაც ვიწყებდით, ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვევლო რთული გზა საკუთარი ინოვაციების შესაქმნელად, რომლის გადასაწყვეტად ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო აპლიკაციების მასშტაბირებისა და კონფიდენციალურობის საკითხი. 

Zendoo - ამ მარათონის ბოლო გზაა. ჩვენ გთავაზობთ ორწლიანი ინვესტიციის კულმინაციას მნიშვნელოვან ინოვაციებში, რომლებიც გადაჭრიან ბაზრის რეალურ პრობლემებს და ბიზნესს საშუალებას მისცემენ შექმნან ისეთი ქსელი, როგორიც ამ დრომდე არ არსებულა“. 

 Rob Viglione, Horizen-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 

Zendoo Beta Preview იდეალური პლატფორმა დეველოპერებისთვის, რათა მოსინჯონ და გატესტონ Sidechain-ის პირველი დეცენტრალიზებული პროტოკოლი ბაზარზე! დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ ბეტა-ვერსია და წვდომა მიიღონ დეველოპერებისთვის განკუთვნილ რესურსებზე  პროგრამა Horizen Early Adopter-ის (HEAP) მეშვეობით. 

ჩვენ მუდამ ვცდილობთ დავნერგოთ სიახლეები და შესაძლებლად ვაქციოთ რეალური ბლოკჩეინ-აპლიკაციების შემუშავება. 

ჩვენი გუნდი მიჰყვება ამ მიზანს და მუდამ გვახსოვს დეველოპერების გადამწყვეტი როლი, რათა ბლოკჩეინ-აპლიკაციების შემუშავება გახდეს მარტივი და სწრაფი და დაიფაროს განაწილებული და დეცენტრალიზებული რეესტრების სირთულეები. 

გლობალური დეველოპერები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ Zendoo Beta-ს კვლევასა და შემუშავებაში, იკვლევენ უკუკავშირს გამოყენების მოხერხებულობის, აქტუალურობისა და უპირატესობების შესახებ. მე მივესალმები დეველოპერებს, რომლებიც გვეხმარებიან Zendoo-ს სრულყოფაში ფინალური ვერსიის გამოშვებამდე, რათა მოხდეს მისი უკეთ ადაპტირება საჭიროებებთან“. 

 Alberto Garoffolo, Horizen-ის კვლევისა და განვითარების დირექტორი. 

ით გამოირჩევა Zendoo სხვა Sidechain-გადაწყვეტილებებისგან? 

Zendoo - ეს არის უნიკალური გადაწყვეტილება მასშტაბირებისთვის, რომელიც ნულიდან შეიქმნა და შემუშავდა Horizen-ის გუნდის მიერ Alberto Garoffolo-ს ხელმძღვანელობით. ჩვენ გავაერთიანეთ ბლოკჩეინისა და კრიპტოგრაფიის საუკეთესო სპეციალისტების ძალისხმევა, რაა შეგვექმნა უნიკალური სისტემა, რომელიც ამ სფეროში არსებული სხვა პროექტებისგან განსხვავებული იქნებოდა. 

Zendoo-ს Sidechain-ის მოდელი უზრუნველყოფს ბლოკჩეინის უდიდესი პრობლემების გადაწყვეტის საშუალებებს გამოყენების რეალურ შემთხვევებში: 

მასშტაბირება და მოქნილობა 

Zendoo-ს სისტემის არქიტექტურაში დაშვებულია მოდულური პროტოკოლი, რომელიც ხაზს უსვამს ფუნქციონალურობას დიზაინის არჩევისას. ეს სტრუქტურა საშუალებას იძლევა დაინერგოს წესების ნებისმიერი ტიპი Sidechain-ის სახით - იქნება ეს ბლოკეინი თუ სხვა ტიპის გამომთვლელი სისტემები. Horizen-ის mainchain-ის ფუნქცია განკუთვნილია უშუალოდ ამგვარი წესების შემოწმება-დაკვირვებისთვის. ასეთი მოდულურობა უზრუნველყოფს უზარმაზარ მასშტაბირებას, აპლიკაციების შექმნის თავისუფლებასა და მოქნილობას, შესაძლებელია ნებისმიერი კომპონენტის ცვლილება დროა განმავლობაში, თუკი ინტერფეისი შეესაბამება სტანდარტს. 

დეცენტრალიზაცია 

Zendoo sidechain-ის მოდელი დეცენტრალიზებულია ყველა კომპონენტის მხრივ, დეცენტრალიზაცია კი უზრუნველყოფს ქსელის გამძლეობასა და საიმედოობას. Zendoo sidechain-ის პლატფორმა დაფუძნებულია კრიპტოვალუტა Zen-ზე და მხარდაჭერილია სფეროში არსებული უმსხვილესი ნოუდების ქსელის მიერ. გარდა ამისა, Zendoo sidechain-ის სისტემა არ ეყრდნობა მესამე მხარეს უკუ ტანსფერებისთვის და აღმოფხვრის სანდო მხარეების აუცილებლობას. Zendoo-ში გამოიყენება zk-SNARK ტექნოლოგია mainchain-ისთვის უკუტრანსფერის (თანხის საიდჩეინიდან მეინჩეინში გადარიცხვა) შემოწმების საშუალების სახით 

კონფიდენციალურობა და აუდიტის შესაძლებლობა 

Zendoo საშუალებას იძლევა Mainchain-ით შემოწმდეს Sidechain მისი შიდა სტრუქტურის ცოდნის გარეშე. Zendoo SDK გვთავაზობს ინსტრუმენტების ნაკრებს, რომლებიც საშუალებას იძლევა შეიქმნას შემოწმებადი და დაცული კონფიდენციალურობის მქონე ბლოკჩეინ-აპლიკაციები, რაც რეალურ გამოყენებაში ხშირი მოთხოვნაა. 

ჩვენს Sidechain-ს დიდი ხანია ელიან ჩვენი მოქმედი და პოტენციური პარტნიორები, რომელა შორისაა  Horizen Labs - დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც დაკავებულია sidechain-as-a-service გადაწყვეტილებით და ქმნის ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამაღლებს ნდობასა და გამჭვირვალობას მხარეებს შორის, რომლებიც არ არიან ბიზნესთან დაკავშირებული. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.