Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple-მა ოფიციალურად განაცხადა Mac-სერიის კომპიუტერების საკუთარ პროცესორებზე გადასვლის შესახებ. კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა ამ მოვლენას უწოდა „Mac პლატფორმისთვის ისტორიული“. გადასვლა მოხდება ნელ-ნელა, ორი წლის განმავლობაში. 

image.jpeg 

საკუთარი წარმოების პლატფორმაზე გადასვლით Apple მომხმარებლებს პირდება წარმადობისა და ენერგოეფექტურობის ახალ დონეს. ამჟამად კომპანია მუშაობს საკუთარ SoC-ზე ARM-არქიტექტურის ბაზაზე, რომელსაც ამასთანავე ექნება უნიკალური ფუნქციები, რომლებიც სპეციალურად Mac-ისთვის იქნება განკუთვნილი. 

საკუთარი პროცესორის ბაზაზე შექმნილი პირველი Mac-ის წარდგენას კომპანია მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებს. გარდა ამისა, Apple ასევე აპირებს გამოუშვას უკვე დაგეგმილი, ამჟამად წარმოებაში არსებული კომპიუტერები Intel-ის პროცესორების ბაზაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯერჯერობით საუბარი არ ეხება საკუთარ პლატფორმაზე სრულად გადასვლას.  

image.jpeg 

Apple-ის ARM-პროცესორების ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი იქნება iOS-სა და iPadOS-აპლიკაციის თანდაყოლილი მხარდაჭერა macOS სისტემაში სამომავლოდ. ამრიგად, დეველოპერებისთვის გაცილებით მარტივი იქნება აპლიკაციების შექმნა და ოპტიმიზაცია Apple-ის მთლიან ეკოსისტემაში. 

image.jpeg 

კომპანია გეგმავს მოახდინოს საკუთარი აპლიკაციების ადაპტირება ახალი პლატფორმის მხარდაჭერაზე და იმედოვნებს, რომ ამ მაგალითს მიჰყვებიან სხვა კომპანიებიც. მაგალითად, Microsoft უკვე მუშაობს Office-პაკეტის ადაპტაციაზე Apple-ის ახალ პროცესორებთან. კომპანია ასევე თანამშრომლობს Adobe-ისთან. პრეზენტაციაზე Apple-მა წარადგინა ახალ პლატფორმაზე გაშვებული აპლიკაციები Lightroom და Photoshop და მოახდინა დემონსტრირება, თუ როგორ მოქნილად მუშაობს ინტერფეისი 5 გბ მოცულობის Photoshop PSD ფაილთან მიმართებაში. 

image.jpeg 

დაანონსებულ ახალ ოპერაციულ სისტემა macOS Big Sur-ში გამოჩნდება Rosetta-ს ახალი ვერსია. ადრე მას იყენებდნენ დეველოპერები PowerPC პროცესორებიდან Intel-ის ჩიპებზე გადასვლისას, ახალი ვერსია Rosetta 2 კი გამოყენებული იქნება, რათა მოხდეს თანაბარზომიერი გადასვლა Intel x86 ჩიპებიდან Apple-ის ARM პროცესორებზე. ამგვარად, აპლიკაციის შექმნა ახალ პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება „ძველი“ აპარატული ნაწილის შემთხვევაშიც. 

image.jpeg 

აპლიკაციების დეველოპერებისთვის ახალ პლატფორმაზე Apple-მა მოამზადა პროგრამა Universal App Quick Start Program „სწრაფი გადასვლისთვის“, აგრეთვე სპეციალური აპარატული კომპლექტი - Developer Transition Kit. მის საფუძვლად აღებულია Mac mini, რომელშიც მთელი რიგი ცვლილებები იქნა შეტანილი. კერძოდ, გამოყენებულია პროცესორი Apple A12Z Bionic, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე 512 გბ მოცულობის SSD. სისტემა მუშაობს macOS Big Sur ბეტა-ვერსიაზე. გარდა ამისა, კომპლექტში შესულია Xcode 12 პროგრამული გარსი. 

Developer Program-ში მონაწილეობა ფასიანია და ღირს 500 აშშ დოლარი. ჩაწერა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: https://developer.apple.com/ 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.