Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Bloomberg-თან ინტერვიუში Bitcoin-ბირჟა Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეს პაუელმა ისაუბრა პირველი კრიპტოვალუტის ნათელ მომავალზე. მისი მოლოდინით, Bitcoin-ი თავისი საგადახდო თვისებებით უტოლდება აშშ დოლარს და დაჩრდილავს ოქროს, როგორც დაგროვების საშუალება. 

პაუელისთვის ეს უკანასკნელი ფაქტი აშკარაა ფედარალური რეზერვების აგრესიული ფულადი პოლიტიკის ფონზე, რაც Bitcoin- აქცევს მიმზიდველ ინსტრუმენტად გლობალური არასტაბილურობის რისკების დაცვისთვის. საჭიროა მხოლოდ ინსტიტუციონალური ინვესტორების ინსტინქტის გამოვლინება. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გამოიწვევს ოქროს, როგორც ძირითადი აქტივი-თავშესაფრის პრივილეგირებული სტატუსის დაკარგვას. 

Kraken-ის აღმასრულებელი დირექტორის დაკვირვებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში შეინიშნება Bitcoin-ის მიმართ ინტერესის ზრდა hedge-ფონდების, საცალო ინვესტორებისა და დეიტრეიდერების მხრიდან. პაუელი აღსანიშნავად თვლის მილიარდერ პოლ ტიუდორის მაგალითს, რომელმაც განაცხადა, რომ აქტივების 2%-ს ფლობს Bitcoin-ში. 

Kraken-ის ხელმძღვანელი ელის პირველი კრიპტოვალუტის საგადახდო ფუნქციების გაუმჯობესებას მეორე დონის Lightning Network-ის მსგავი გადაწყვეტილებების წყალობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ისეთივე ხელმისაწვდომ და გასაგებად მარტივ შესაძლებლობებს, როგორებიც გააჩნია პოპულარულ საგადახდო სისტემებს - PayPal-სა და Venmo-ს, რაც აღმოფხვრის ბლოკჩეინზე მონეტების გადატანის აუცილებლობას: 

„სულ მალე Bitcoin-ის საფუძვლად არსებული ტექნოლოგია გაქრება. იგი დაემსგავსება ამერიკულ დოლარს: ვერავინ იგებს როგორ მუშაობს, მაგრამ მას ყველა იყენებს“. 

პაუელი ასევე შეეხო კრიპტოვალუტების ბაზარზე კრიპტო-ვეშაპების შესაძლო მანიპულაციების თემას და განაცხადა, რომ მსგავსი რისკები ამჟამად დამახასიათებელია ტრადიციული ბაზრებისთვის: 

„ნახეთ, როგორ ყიდულობს ფედერალური სარეზერვო ბანკი პოტენციური გაკოტრებული კორპორაციების ობლიგციებს. ბაზარზე მანიპულირება ხდება. ისინი ბეჭდავენ ტრილიონობით დოლარს საზოგადოებრივი კომპანიები აქციების კოტირებების გასაზრდელად. ინფლაცია მალე კონტროლიდან გამოვა. პირადა მე ვიყიდი Bitcoin-ს, რათა მოვახდინო hedge-ირება ინფლაციის წინააღმდეგ“ - განმარტა პაუელმა საკუთარი პოზიცია. 

ადრე ბესტსელერ „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“-ს ავტორმა რობერტ კიოსაკიმ ივარაუდა, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკების სისტემის არაკომპეტენტურობის გამო Bitcoin-ის ფასი სამ წელიწადში 75 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.