Magdalena Posted June 19, 2020 Posted June 19, 2020 Bloomberg-თან ინტერვიუში Bitcoin-ბირჟა Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეს პაუელმა ისაუბრა პირველი კრიპტოვალუტის ნათელ მომავალზე. მისი მოლოდინით, Bitcoin-ი თავისი საგადახდო თვისებებით უტოლდება აშშ დოლარს და დაჩრდილავს ოქროს, როგორც დაგროვების საშუალებას. პაუელისთვის ეს უკანასკნელი ფაქტი აშკარაა ფედარალური რეზერვების აგრესიული ფულადი პოლიტიკის ფონზე, რაც Bitcoin-ს აქცევს მიმზიდველ ინსტრუმენტად გლობალური არასტაბილურობის რისკების დაცვისთვის. საჭიროა მხოლოდ ინსტიტუციონალური ინვესტორების ინსტინქტის გამოვლინება. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გამოიწვევს ოქროს, როგორც ძირითადი აქტივი-თავშესაფრის პრივილეგირებული სტატუსის დაკარგვას. Kraken-ის აღმასრულებელი დირექტორის დაკვირვებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში შეინიშნება Bitcoin-ის მიმართ ინტერესის ზრდა hedge-ფონდების, საცალო ინვესტორებისა და დეიტრეიდერების მხრიდან. პაუელი აღსანიშნავად თვლის მილიარდერ პოლ ტიუდორის მაგალითს, რომელმაც განაცხადა, რომ აქტივების 2%-ს ფლობს Bitcoin-ში. Kraken-ის ხელმძღვანელი ელის პირველი კრიპტოვალუტის საგადახდო ფუნქციების გაუმჯობესებას მეორე დონის Lightning Network-ის მსგავი გადაწყვეტილებების წყალობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ისეთივე ხელმისაწვდომ და გასაგებად მარტივ შესაძლებლობებს, როგორებიც გააჩნია პოპულარულ საგადახდო სისტემებს - PayPal-სა და Venmo-ს, რაც აღმოფხვრის ბლოკჩეინზე მონეტების გადატანის აუცილებლობას: „სულ მალე Bitcoin-ის საფუძვლად არსებული ტექნოლოგია გაქრება. იგი დაემსგავსება ამერიკულ დოლარს: ვერავინ იგებს როგორ მუშაობს, მაგრამ მას ყველა იყენებს“. პაუელი ასევე შეეხო კრიპტოვალუტების ბაზარზე „კრიპტო-ვეშაპების“ შესაძლო მანიპულაციების თემას და განაცხადა, რომ მსგავსი რისკები ამჟამად დამახასიათებელია ტრადიციული ბაზრებისთვის: „ნახეთ, როგორ ყიდულობს ფედერალური სარეზერვო ბანკი პოტენციური გაკოტრებული კორპორაციების ობლიგაციებს. ბაზარზე მანიპულირება ხდება. ისინი ბეჭდავენ ტრილიონობით დოლარს საზოგადოებრივი კომპანიები აქციების კოტირებების გასაზრდელად. ინფლაცია მალე კონტროლიდან გამოვა. პირადად მე ვიყიდი Bitcoin-ს, რათა მოვახდინო hedge-ირება ინფლაციის წინააღმდეგ“ - განმარტა პაუელმა საკუთარი პოზიცია. ადრე ბესტსელერ „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“-ს ავტორმა რობერტ კიოსაკიმ ივარაუდა, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკების სისტემის არაკომპეტენტურობის გამო Bitcoin-ის ფასი სამ წელიწადში 75 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება. https://bit.ly/3dgvdsd Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.