Jump to content

Recommended Posts

Posted

ცნობილი გახდა, რომ დესკტოპ პროცეორების Renoir თაობა ორიენტირებული იქნება ბიზნესისთვის განკუთვნილ გადაწყვეტილებებზე და არა სამომხმარებლო სისტემებზე - Ryzen PRO 4000G ჩიპებზე. 3DMark-ის მონაცემთა ბაზაში გამჩნდა კორპორატიული სისტემებისთვის განკუთვნილი ჩიპების ტესტირებების შედეგები, რისი წყალობით ცნობილი გახდა მათი მახასიათებლები. 

image.jpeg 

ახალი სერიის უმცროსი პროცესორი იქნება Ryzen 3 PRO 4350G, რომელსაც აქვს 4 ბირთვი Zen 2 და რვა ნაკადი. ეს პროცესორი მუშაობს საბაზისო 3,8 სიხშირეზე, მაქსიმალური სიხშირე ავტომატური აჩქარებისას კი შეადგენს 4.1 გჰც-ს. მოცემულია მეორე თაობის ინტეგრირებული გრაფიკა Vega 6, რომელიც 1700 მჰც სიხშირეზე მუშაობს. 

სიდიდით მეორე მოდელია Ryzen 5 PRO 4650G, რომელსაც აქვს 6 ბირთვი Zen 2 და 12 ნაკადი, მისი ტაქტის სიხშირეებია 3,7–4,3 გჰც. მეორე თაობის ინტეგრირებულ გრაფიკა Vega-ს აქვს შვიდი გამომთვლელი ბლოკი და მუშაობს 1900 მჰც სიხშირეზე. 

image.jpeg 

და ბოლო, ახალი სერიის უფროსი მოდელია Ryzen 7 PRO 4750G, რომელსაც ექნება 8 ბირთვი, 16 ნაკადი და ტაქტის სიხშირე 3,6-დან 4,45 გჰც-მდე. მასში წარმოდგენილი იქნება მეორე თაობის ინტეგრირებული გრაფიკა Vega 8 სიხშირით - 2100 მჰც. 

ყველა ჩამოთვლილი პროცესორის TDP-ის დონე 65 ვატია. AMD ასევე გამოუშვებს ამ ჩიპების GE-ვერსიას შემცირებული სიხშირეებითა და შესაბამისად გაცილებით დაბალი ენერგომოხმარები. მათი TDP-ის დონე იქნებ 35 ვატის ტოლი. 

image.png 

რაც შეეხება ტესტირების შედეგებს, ფლაგმანური Vega 8, რაღა ქმა უნდა, დამაჯერებლად აღემატება გასული წლის Ryzen 5 3400G მოდელს CPU-ის წარმადობის მხრივ, თუმცა მცირედით ჩამორჩება ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობაში. თუმცა, თუკი ახალი ჩიპი აღიჭურვება უფრო სწრაფი მეხსიერებით და მოხდება მისი აჩქარება, უზრუნველყოფილი იქნება მისი უპირატესობა. აღვნიშნავთ, რომ Ryzen 7 PRO 4750G-ის ინტეგრირებული გრაფიკის აქარება ტესტირებას მოხდა 2400 მეგაჰერცამდე. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.