Magdalena Posted June 19, 2020 Posted June 19, 2020 ცნობილი გახდა, რომ დესკტოპ პროცესორების Renoir თაობა ორიენტირებული იქნება ბიზნესისთვის განკუთვნილ გადაწყვეტილებებზე და არა სამომხმარებლო სისტემებზე - Ryzen PRO 4000G ჩიპებზე. 3DMark-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა კორპორატიული სისტემებისთვის განკუთვნილი ჩიპების ტესტირებების შედეგები, რისი წყალობით ცნობილი გახდა მათი მახასიათებლები. ახალი სერიის უმცროსი პროცესორი იქნება Ryzen 3 PRO 4350G, რომელსაც აქვს 4 ბირთვი Zen 2 და რვა ნაკადი. ეს პროცესორი მუშაობს საბაზისო 3,8 სიხშირეზე, მაქსიმალური სიხშირე ავტომატური აჩქარებისას კი შეადგენს 4.1 გჰც-ს. მოცემულია მეორე თაობის ინტეგრირებული გრაფიკა Vega 6, რომელიც 1700 მჰც სიხშირეზე მუშაობს. სიდიდით მეორე მოდელია Ryzen 5 PRO 4650G, რომელსაც აქვს 6 ბირთვი Zen 2 და 12 ნაკადი, მისი ტაქტის სიხშირეებია 3,7–4,3 გჰც. მეორე თაობის ინტეგრირებულ გრაფიკა Vega-ს აქვს შვიდი გამომთვლელი ბლოკი და მუშაობს 1900 მჰც სიხშირეზე. და ბოლო, ახალი სერიის უფროსი მოდელია Ryzen 7 PRO 4750G, რომელსაც ექნება 8 ბირთვი, 16 ნაკადი და ტაქტის სიხშირე 3,6-დან 4,45 გჰც-მდე. მასში წარმოდგენილი იქნება მეორე თაობის ინტეგრირებული გრაფიკა Vega 8 სიხშირით - 2100 მჰც. ყველა ჩამოთვლილი პროცესორის TDP-ის დონე 65 ვატია. AMD ასევე გამოუშვებს ამ ჩიპების GE-ვერსიას შემცირებული სიხშირეებითა და შესაბამისად გაცილებით დაბალი ენერგომოხმარებით. მათი TDP-ის დონე იქნება 35 ვატის ტოლი. რაც შეეხება ტესტირების შედეგებს, ფლაგმანური Vega 8, რაღა თქმა უნდა, დამაჯერებლად აღემატება გასული წლის Ryzen 5 3400G მოდელს CPU-ის წარმადობის მხრივ, თუმცა მცირედით ჩამორჩება ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობაში. თუმცა, თუკი ახალი ჩიპი აღიჭურვება უფრო სწრაფი მეხსიერებით და მოხდება მისი აჩქარება, უზრუნველყოფილი იქნება მისი უპირატესობა. აღვნიშნავთ, რომ Ryzen 7 PRO 4750G-ის ინტეგრირებული გრაფიკის აჩქარება ტესტირებას მოხდა 2400 მეგაჰერცამდე. https://bit.ly/30Sg7Xv Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.