Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Forbes-ის მთავარმა რედაქტორმა და თანადამფუძნებელმა Steve Forbes-მა Bitcoin-ი და სხვა კრიპტოვალუტები ქვეყნების არასტაბილური ეკონომიკური პოლიტიკისგან დამცავ ინსტრუმენტად დაასახელა. 

ამერიკის ბუნებრივი და ხელოვნური ინტელექტის ცენტრთან ინტერვიუი ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტები გახდა ტექნოლოგიურად მოწინავე „დახმარების ძახილი“. ისინი აქტუალური ხდება, როდესაც ხელისუფლებები მიმართავენ უფასო კრედიტებსა და რაოდენობრივ შემსუბუქებას ეკონომიკის აღდგენის მიზნით. 

Forbes-მა აღნიშნა Bitcoin-ის მთელი რიგი ნაკლოვანებები. იგი თვლის, რომ ემისიების შეზღუდვა 21 მლნ BTC-ში არის სატოში ნაკამოტოს მცდარი ნაბიჯი. ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ფული საჭიროა ვაჭრობის გამარტივებისთვის და არა ეკონომიკაზე კონტროლის დამყარებისთვის. კრიპტოვალუტის ამჟამინდელ მინუსად იგი ასახელებს ფასის მერყეობის მაღალ დონეს. 

Forbes დარწმუნებულია, რომ BTC-ის მასობრივი მიღება შეუძლებელია პოლტიკოსებსა და მარეგულირებლებთან ბრძოლის გარეშე - ისინი არასდროს დაუშვებე კრიპტოვალუტების გავრცელებას იმდენად ფართოდ, რამდენადაც შესაძლებელია. ამ პრობლემის გადაჭრისთვის ბიზნესმენის მოწოდებაა ორიენტირება ინფრასტრუქტურის ახალი ელემენტების შემუშავება-გამოშვებაზე. 

მან დაამატა, რომ Bitcoin-ისთვის აუცილებელია გახდეს „უკიდურესად მარტივი“, რათა კრიზისული ვალუტის სტატუსი გადალახოს. ასევე საჭიროა შემუშავდეს ფასის მერყეობის კონტროლის ინსტრუმენტები ციფრული აქტივების მთლიანი ბაზრისთვის. სანამ ეს არ მოხდება, ბიზნესმენი ელის Stablecoin-ების დომინირებას დანარჩენ კრიპტოვალუტებზე 

Forbes-მა ასევე გაიხსენა Facebook-ის ციფრული ვალუტა Libra და ჰიპოთეტური ანალოგი Amazon-ისგან. მისი აზრით, სწორედ ამგვარი პროექტებია ქმედითუნარიანი კრიპტოვალუტების ბაზარზე.  

გასულ წელს Forbes-მა Bitcoin-ი დაასახელა ხელისუფლებისთვის სერიოზულ საფრთხედ. ძველად მან მხარი დაუჭირა პროექტ Libra-ს და განაცხადა, რომ Facebook-ის ციფრულ ვალუტას შეუძლია დაჩრდილოს არა მხოლოდ ამერიკული დოლარი, არამედ Bitcoin-იც. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.