Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

პროექტ Baseline Protocol-ისა და ConsenSys-ის დეველოპერმა ჯონ ვოლპერტმა შეაფასა 15-20-წლიანი ვადა, რომლის განმავლობაში მისი აზრით კრიპტოვალუტები და განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიები (DLT) ფართო გავრცელებას ჰპოვებს. 

„ჩემი პირადი თვალთახედვის მიხედვით, მსგავსი გარღვევები ოცწლიან ციკლს ექვემდებარება. აუცილებელია მომდევნო თაობა. მსგავსი მოვლენა ვიხილეთ მობილური ტელეფონის მაგალითზე“ - განაცხადა ვოლპერტმა. 

მან კრიპტოვალუტების განვიარება შეადარა ინტერნეტს მისი გამოგონების პერიოდში, 1969 წელს. ვოლპერტის აზრით ეს შედარება უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე Bitcoin-ისა და 90-იანი წლების ინტერნეტის შედარების უფრო პოპულარული ანალოგიური შედარებები. ანტრეპრენერის აზრით, საჭიროა კიდევ 15 ან 20 წელი, რომ კრიპტოვალუტებმა რეალური პოპულარობა მოიპოვონ. 

„ამჟამად ჩვენ CompuServe-ის გამოჩენის სტადიაზე ვართ“ -  დააზუსტა ვოლპერტმა და გაიხსენა  შეერთებული შტატების ონლაინ სერვისების პირველი მთავარი კომერციული მმწოდებელი. 

ადრე Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმაც შეადარეს Bitcoin-საფულეების მომხმარებლის ბაზის ზრდა ინტერნეტის განვითარებას. მათი გამოთვლებით, კრიპტოვალუტების მფლობელთა რაოდენობა 2036 წლისთვის იქნება დაახლოებით 300 მილიონი ინტერნეტის გავრცელებასთან შედარებით ტექნოლოგიების მიღების ნელი ტემპის გამო. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.