Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ცნობილია, კომპანია AMD ემზადება Ryzen 3000XT (Matisse Refresh ) დესკტოპ პროცესორების გამოშვებითვის, რომლებიც გახლავთ აქტუალური Ryzen 3000 Matisse-ის გაუმჯობესებული ვერსიები. იტალიური და ბრიტანული Amazon-ის წყალობი ცნობილი გახდა ახალი პროცესორების დებიუტის თარიღი და მთი საორიენტაციო ღირებულება. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ AMD-ის ახალი დესკტოპ პროცესრების წარდგენა შედგება 16 ივნისს. ამავე დღიდან უნდა დაიწყოს AMD B550 ჩიპსეტზე დაფუძნებული დედა დაფების გაყიდვაც. ბაზარზე კი Ryzen 3000XT გამოვა 7 ივლისიდან, რაც სიმბოლურია, რადგანაც სწორედ გასული წლის 7 ივლისიდან დაიწყო ორიგინალი Ryzen 3000 ჩიპების გაყიდვა. 

image.jpeg 

პროცესორებიდან უმცროსი მოდელია ექვსბირთვიანი Ryzen 5 3600XT - დიდ ბრიტანეთში მისი ფასია 249 ფუნტი სტერლინგი, იტალიაში - 284 ევრო. შედარებისთვის, აქტუალური Ryzen 5 3600X მოდელის ყიდვა დიდ ბრიტანეთში შესაძლებელია 189 ფუნტ სტერლინგად. 

image.jpeg 

იტალიურ Amazon-ზე ასევე მოცემულია უფროსი მოდელი - 12-ბირთვიანი Ryzen 9 3900XT. მისი ფასია 570 ევრო, რაც 120 ევროთი მეტია ჩვეულებრივი Ryzen 9 3900X ჩიპის ფასთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საშუალო, რვაბირთვიანი მოდელი Ryzen 7 3800XT გაყიდვაში ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა ცხადია მისი ფასიც გაცილები მეტი იქნება წინამორბედ Ryzen 7 3800X მოდელის ფასთან შედარებით. 

image.jpeg 

საინტერესოა, რომ Ryzen 5 3600XT პროცესორზე მააზიებში მითითებულია მაქსიმალური ავტომატური აქარების სიხშირე - 4.5 გჰც იმ დროს, როდესაც ამ დრომდე სახელდებოდა 4.7 გჰც-იანი მაჩვენებელი. ამ პროცესორის სხვა მახასიათებლები უფროსი მოდელის მსგავსად შეესაბამება ამ დრომდე არსებულ ცნობებს. 

 

  • Upvote 3

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.