Magdalena Posted June 16, 2020 Posted June 16, 2020 როგორც ცნობილია, კომპანია AMD ემზადება Ryzen 3000XT (Matisse Refresh ) დესკტოპ პროცესორების გამოშვებისთვის, რომლებიც გახლავთ აქტუალური Ryzen 3000 Matisse-ის გაუმჯობესებული ვერსიები. იტალიური და ბრიტანული Amazon-ის წყალობით ცნობილი გახდა ახალი პროცესორების დებიუტის თარიღი და მათი საორიენტაციო ღირებულება. ცნობილია, რომ AMD-ის ახალი დესკტოპ პროცესორების წარდგენა შედგება 16 ივნისს. ამავე დღიდან უნდა დაიწყოს AMD B550 ჩიპსეტზე დაფუძნებული დედა დაფების გაყიდვაც. ბაზარზე კი Ryzen 3000XT გამოვა 7 ივლისიდან, რაც სიმბოლურია, რადგანაც სწორედ გასული წლის 7 ივლისიდან დაიწყო ორიგინალი Ryzen 3000 ჩიპების გაყიდვა. პროცესორებიდან უმცროსი მოდელია ექვსბირთვიანი Ryzen 5 3600XT - დიდ ბრიტანეთში მისი ფასია 249 ფუნტი სტერლინგი, იტალიაში - 284 ევრო. შედარებისთვის, აქტუალური Ryzen 5 3600X მოდელის ყიდვა დიდ ბრიტანეთში შესაძლებელია 189 ფუნტ სტერლინგად. იტალიურ Amazon-ზე ასევე მოცემულია უფროსი მოდელი - 12-ბირთვიანი Ryzen 9 3900XT. მისი ფასია 570 ევრო, რაც 120 ევროთი მეტია ჩვეულებრივი Ryzen 9 3900X ჩიპის ფასთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საშუალო, რვაბირთვიანი მოდელი Ryzen 7 3800XT გაყიდვაში ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა ცხადია მისი ფასიც გაცილებით მეტი იქნება წინამორბედ Ryzen 7 3800X მოდელის ფასთან შედარებით. საინტერესოა, რომ Ryzen 5 3600XT პროცესორზე მაღაზიებში მითითებულია მაქსიმალური ავტომატური აჩქარების სიხშირე - 4.5 გჰც იმ დროს, როდესაც ამ დრომდე სახელდებოდა 4.7 გჰც-იანი მაჩვენებელი. ამ პროცესორის სხვა მახასიათებლები უფროსი მოდელის მსგავსად შეესაბამება ამ დრომდე არსებულ ცნობებს. https://bit.ly/37sY3EI 3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.