Magdalena Posted June 13, 2020 Posted June 13, 2020 კომპანია Intel-მა პირობა დადო, რომ 10-ნანომეტრიანი Lakefield პროცესორები მობილური Ice Lake-ის გამოსვლის შემდეგ მალევე წარდგებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი გასულ წელს გამოვიდა, Lakefield პროცესორები კი ყველა ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ საპრეზენტაციო ნიმუშების სახით. Microsoft-მა უარი თქვა მიმდინარე წელს Lakefield-ზე დაფუძნებულ მოწყობილობა Surface Neo-ზე, Samsung-ი კი უკვე ღიად ახდენს Galaxy Book S-ის მახასიათებლების დემონსტრირებას. ამ სერიის მობილური მოწყობილობები გაყიდვაში გამოვა ივნისში ან ივლისში, მოგვიანებით მათ შეუერთდება Lenovo ThinkPad X1 Fold დასაკეცი OLED-დისპლეით. Intel-მა ამჯერად ოფიციალურად გაასაჯაროვა Lakefield მოდელების ასორტიმენტი და მახასიათებლები. სულ შემოთავაზებულია ორი პროცესორი უჩვეულო დასახელებებით - Core i5-L16G7 და Core i3-L13G4. როგორც ცნობილია, ამ სერიის პროცესორებს აქვთ Sunny Cove არქიტექტურის 1 ბირთვი და Tremont არქიტექტურის მქონე ოთხი ეკონომიური ბირთვი. პროცესორები წარმოდგენილია Gen 11 გრაფიკით და წარმოებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, თუმცა Foveros სივრცითი განლაგება მოიაზრებს 22-ნანომეტრიან ფენას, რომელზეც განთავსდა სხვადასხვა სახის კონტროლერი და კომპონენტი. პროცესორები განსხვავდება გამომთვლელი ბირთვის ტაქტის სიხშირეებითა და გრაფიკის ბლოკებით. გარდა ამისა, Core i5-L16G7 მოდელს აქვს DL Boost ბრძანებათა ნაკრების მხარდაჭერა. 8 გბ მოცულობის LPDDR4X-4267 ტიპის მეხსიერება ორივე პროცესორში ინტეგრირებულია შეფუთვის ზედა ნაწილში, რომელთა ჯამური ზომა არ აღემატება 12 х 12 х 1მმ-ს. მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მეხსიერების შემცირება 4 გბ-მდე, თუმცა Lakefield-სერიაში ამგვარი მოდელები ჯერჯერობით შემოთავაზებული არ არის. https://bit.ly/30wgeaW Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.